შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • რამდენიმე წუთის წინ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ქ...
25-07-2017

რამდენიმე წუთის წინ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ქობულეთში, კიდევ ერთი პატარა დაუბრუნეს მშობლებს

სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 4 წლის ბიჭი დაიკარგა. წყალზე მაშველებმა ოპერატიულად დაიწყეს პატარა დამსვენებლის საძიებო სამუშაოები. მას მშობლებისგან 3 კილომეტრის მოშორებით, უმოკლეს დროში მიაკვლიეს. იმ დროისათვის, ბავშვი იყო განცალკევებით და თამაშის დროს ზღვაში შედიოდა. მაშველებმა ის სწორედ ამ დროს, წყლიდან გამოიყვანეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების დახმარებით, ბიჭი უკვე მშობლებთან იმყოფება.