სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 4 წლის ბიჭი დაიკარგა. წყალზე მაშველებმა ოპერატიულად დაიწყეს პატარა დამსვენებლის საძიებო სამუშაოები. მას მშობლებისგან 3 კილომეტრის მოშორებით, უმოკლეს დროში მიაკვლიეს. იმ დროისათვის, ბავშვი იყო განცალკევებით და თამაშის დროს ზღვაში შედიოდა. მაშველებმა ის სწორედ ამ დროს, წყლიდან გამოიყვანეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების დახმარებით, ბიჭი უკვე მშობლებთან იმყოფება.