შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
28-06-2013

კიბერუსაფრთხოება

კიბერუსაფრთხოება

კიბერ დანაშაულს წარმოადგენს ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც ჩადენილია კომპიუტერული სისტემის გამოყენებით კიბერსივრცეში. 21–ე საუკუნეში სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, კიბერ რისკების რაოდენობა მნიშვნელოვნად მატულობს. თანამედროვე პერიოდში კიბერდანაშაულის საკმაოდ გავრცელებულ შემთხვევებია: ონლაინ თაღლითობა, კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, ბავშვთა ონლაინ პორნოგრაფია, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება და ა.შ.


ინსტრუქციები

კიბერ დანაშაულის მზარდი სტატისტიკა ძირითადად განპირობებულია კიბერ საკითხებზე საზოგადოების დაბალი ცნობიერებით. კიბერ დამნაშავეები ძირითადად იყენებენ ფიშინგის, სპამის მეთოდებსა და სხვადასხვა მავნე პროგრამებს. აღნიშნულიდან გამომდინარე სსიპ – მონაცემთა გაცვლის სააგენტომ შეიმუშავა ზოგადი ინსტრუქციები, რომელებიც წარმოადგენს პრაქტიკული წესების ერთობლიობას ინტერნეტ რესურსებით უსაფრთხო სარგებლობის შესახებ.

SPAM-სპამი

PHISHING-ფიშინგი

სახლის უკაბელო ინტერნეტ ქსელის უსაფრთხოება

MALWARE- ზიანის მომტანი პროგრამა

BOTNET-ბოტნეტი

ელექტრონული ფოსტა და უსაფრთხოება

კანონმდებლობა კიბერ დანაშაულზე და ზოგადი პოლიტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები

საერთაშორისო თანამშრომლობა კიბერ დანაშაულთან ბრძოლაში


რეკომენდაციები

rec

rec2


თუ თქვენ გახდით კიბერ თავდასხმის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას კიბერ დანაშაულის თაობაზე, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე: 112–უფასო ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში, ტელ: 2 41 12 96; ელ–ფოსტა: cybercrime@mia.gov.ge