შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ნორჩ მაშველთა კლუბის განვითარებისა და გაფართოების მიზნით ბავშვთა და ახალგაზრდობი...
23-10-2014

ნორჩ მაშველთა კლუბის განვითარებისა და გაფართოების მიზნით ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, „ნორჩ მაშველთა კლუბის შესახებ“ განხორციელებული პროექტის საფუძველზე, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“ „ნორჩ მაშველთა კლუბი“-ს შემდგომი განვითარებისა და თბილისის მასშტაბით გაფართოების მიზნით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, თბილისის სკოლების დირექტორები, აღნიშნულ პროექტში ჩართული საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ წარმომადგენლები დაესწრნენ. მხარეებმა შეხვედრაზე საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

„ნორჩ მაშველთა კლუბის შესახებ“ პროექტის ფარგლებში, 2014 წელს ქართველმა ნორჩმა მაშველებმა ბელორუსსა და აზერბაიჯანში საერთაშორისო საზაფხულო ბანაკებში გამართულ შეჯიბრებებში მიიღეს მონაწილეობა. საქართველოში კი ანაკლიის საზაფხულო ბანაკმა უმასპინძლა ბელორუსის ახალგაზრდა მაშველთა ჯგუფს.