შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კახეთში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი სახანძრო-სამაშველო შ...
09-11-2015

კახეთში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მღებრიშვილმა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა თელავში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნეს. ღონისძიებას კახეთის რწმუნებულ-გუბერნატორი და თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელდა ძველი სამსართულიანი შენობისა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. თელავის ოფისი ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა, მეხანძრე-მაშველებისთვის სასწავლო კოშკურა აშენდა, მათ ასევე ყოველდღიური და საბრძოლო ფორმები გადაეცათ.

ღონისძიების ფარგლებში სიმულაციური ჩვენება ჩატარდა, რომლის დროსაც მეხანძრე-მაშველებმა კოშკზე საიერიშო კიბით ასვლა, დაზარალებულის საკაცით გრძელ თოკზე დაშვება, სამკუთხედით ევაკუაცია, კედელზე და სამკუთხედით გაჭიმულ თოკზე სწრაფი დაშვება განახორციელეს. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს სამმართველოს ახალი შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სრული აღჭურვილობა და განახლებული ავტოფარეხი.