შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გიორგი მღებრიშვილი ავღანეთში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის ცხედრის გადმოსვენების ...
25-09-2015

გიორგი მღებრიშვილი ავღანეთში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის ცხედრის გადმოსვენების ცერემონიას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ავღანეთში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის ცხედრის გადმოსვენების ცერემონიას დაესწრო და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, სპეციალური რეისით, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ჩამოასვენეს.

სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, ნატო-ს სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები და დაღუპულის ოჯახის წევრები დაესწრნენ.