შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ”112”-ის საინფორმაციო კამპანიაში აშშ-ს და საფრანგეთის საელჩოები ჩაერთნენ
03-10-2016

”112”-ის საინფორმაციო კამპანიაში აშშ-ს და საფრანგეთის საელჩოები ჩაერთნენ

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი, სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) უფროსი მაიკლ მაკმენი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების ატაშე ბრუნო ბალდუკი ესტუმრნენ.

სტუმრებმა „112“-ში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მათი ვიზიტის მიზანი, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, „112“-ის ინიციატივით დაწყებული კამპანიის განხორციელება იყო, რომელიც არარეზიდენტებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდას ემსახურება.

„112“-ის დაკვეთით, 2014 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ტურისტების 76%-მა არ იცის, გადაუდებელი დახმარების რომელი ნომერი მოქმედებს საქართველოში. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, „112“-ის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანია განახორციელა.

პროექტი დღეიდან დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით გაგრძელდება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კამპანიის საბოლოო შედეგის მიღწევაში.

აშშ-სა და საფრანგეთის საელჩოების გარდა, „112“-ის პროექტში საქართველოში მოქმედი სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები აქტიურად ჩაერთვებიან.