შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი სტიქიური ბუნებრივი მოვლენების ადრეული გაფრთხილების დანერგვის სისტემის საერთაშორისო გამოცდილების კონფერენციაზე მიიწვიეს. შეხვედრაზე სააგენტოს დირექტორს სტიქიის დროს გაწეული თავდადებული შრომისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ნილს სკოტმა და გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ.
კონფერენცია სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერია“-ში გაიმართა და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა ერთამანეთს ადრეული გაფრთხილების სისტემების მუშაობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში ადრეული გაფრთხილების სისტემის საჭიროებასა და დანერგვაზე, რომელშიც ყველა საჭირო უწყება უნდა იყოს ჩართული.