შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიციის წარმომადგენლებმა ესკორტირების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარეს. 5 დღიანი სწავლება შსს-ს აკადემიაში მიგრაციის დეპარტამენტსა და „ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპულ სააგენტოს“ (FRONTEX) შორის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.
ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ საკითხებს. კურსის განმავლობაში მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები კოორდინირებული დაბრუნების ერთობლივი ოპერაციისათვის FRONTEX–ის მიერ სპეციალურად შემუშავებულ ქცევის კოდექსს, იძულებითი დაბრუნების მონიტორინგის სისტემასთან დაკავშირებით არსებულ რეგულაციებს, ასევე, კრიზისული სიტუაციების მართვის საკითხებს გაეცნენ.
სწავლების დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა.