შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი...
30-12-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, პანამის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი ,,ULTRA LYNX” დააკავეს.

გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც ინდონეზიის მოქალაქეა, საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით.

გემის ,,ULTRA LYNX”-ის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 50 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.