შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ტელეკომპანია იბერიაში მომხდარი ინციდენტის...
22-12-2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ტელეკომპანია იბერიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ (EN)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისი პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში, შევიდა შეტყობინება, რომ მიმდინრე წლის 21 დეკემბერს, თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე, ტელეკომპნია „იბერიაში“ გადაცემა“ცენზურის გარეშე“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბჭოს წევრს ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდარზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ინციდენტში მონაწილე პირები გამოკითხვა.

სამართალდამცველებმა გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით.