შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • შინაგან საქმეთა მინისტრი ახალ წელს „112“-ში შეხვდა (EN)
01-01-2018

შინაგან საქმეთა მინისტრი ახალ წელს „112“-ში შეხვდა (EN)

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ახალ წელს „112“-ის თანამშრომლებთან ერთად შეხვდა. გიორგი გახარიამ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატება უსურვა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერა. გიორგი გახარია "112"-ის მუშაობას, ასევე, ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს გაეცნო.