შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპ...
21-09-2023

სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციის ,,ზღვის მცველი“ წინა მოსამზადებელ სწავლებებში მიიღო მონაწილეობა (EN)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 12 მოსამსახურისგან შემდგარმა კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა, საბერძნეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ხანიაში, ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციის ,,ზღვის მცველი“ წინა მოსამზადებელ სწავლებებში მიიღო მონაწილეობა.
სწავლება ნატო-ს საზღვაო აკრძალვითი ოპერაციების სასწავლო ცენტრში ჩატარდა და მოიცავდა ისეთ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, როგორებიც არის: საზღვაო აკრძალვების დაგეგმვა, კონტეინერების შემოწმება, იარაღის გამოყენება, საზღვაო აკრძალვით ოპერაციაში ეჭვმიტანილი გემის ეკიპაჟის შემოწმება/კონტროლი, სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება, ოთახების ტაქტიკური წმენდა და საზღვაო აკრძალვების ოპერაციებში საბრძოლო მედიკოსის მხარდაჭერა.
აღნიშნული სწავლება მიზნად ისახავდა სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის ნატო-ს შენაერთებთან ურთიერთავსებადობის ამაღლებას და სანაპირო დაცვის მოსამსახურეების პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწა/განვითარებას.