2019 წლის 29 სექტემბრიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ქ. თბილისის და ქვემო ქართლის რეგიონში 10 (ათი) ლოკაციაზე:
1. ქ. თბილისი ავჭალისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების კვეთა (ზაჰესის მოედანი) 3+200 კილომეტრიდან - ქ. თბილისი ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).
2. ქ. თბილისი ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150 კილომეტრიდან - ქ. თბილისი ავჭალისა და ანდრონიკაშვილის ქუჩების კვეთა (ზაჰესის მოედანი) 3+200 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).
3. ქ. თბილისი ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150 - თბილისი გლდანის გადასახვევი 11 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
4. თბილისი გლდანის გადასახვევი 11 კილომეტრიდან - ქ. თბილისი ივ. ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა (გლდანულას გადასახვევი) 8+150 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
5. თბილისი გლდანის გადასახვევი 11 კილომეტრიდან - მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
6. მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრიდან - თბილისი გლდანის გადასახვევი 11 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
7. თბილისი გლდანის გადასახვევიდან (ხოჭოს ტბის ქუჩა) - მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
8. მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრიდან - თბილისი გლდანის გადასახვევამდე (ხოჭოს ტბის ქუჩა). (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
9. მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრიდან - ლოჭინის კვანძი 34+350 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
10. ლოჭინის კვანძი 34+350 კილომეტრიდან - მარტყოფის გადასახვევი 27+950 კილომეტრამდე. (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ). საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 10 (ათი) სექცია ამოქმედდა, შესაბამისად სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 794 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.