შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის დელეგაციას უმასპინძლა.
დელეგაციის შემადგენლობაში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილეს ბორის ვალერი, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამოქალაქო სამსახურის მთავარი სამმართველოს შევჩენკოს უბნის უფროსს ანდრეი კონდრატიუკი და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამოქალაქო სამსახურის მთავარი სამმართველოს ოპერაციების უზრუნველყოფის ცენტრის უფროსს უხოვ ვალერი შედიოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, უკრაინელმა სტუმრებმა სააგენტოს ახლადაშენებული შენობები, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ინფრასტრუქტურა და სპეცტექნიკა დაათვალიერეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, რაც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.
უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბორის ვალერიმ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორს, ზვიად ქაწაშვილს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის სპეციალური ჯილდო გადასცა.
შეხვედრის მიზანი იყო უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება.