თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს და თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული დ.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა თბილისში, აწყურის ქუჩაზე, ცივი იარაღის მუქარით, მოქალაქეს ყაჩაღურად გასტაცა "ოპელის" მარკის ავტომანქანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დ.მ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.
პოლიციამ გატაცებული ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ"ქვეპუნქტით).