18-12-2015
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის კომპონენტებზე საინფორმაციო კვირეული დაიწყო - უკონტაქტო პატრულირება
- უკონტაქტო პატრულირება არის საგზაო მოძრაობის რეგულირების ერთ-ერთი თანამედროვე საშუალება, რომლის დროსაც მძღოლის შეჩერების გარეშე ხდება დარღვევის დაფიქსირება და დაჯარიმება.
- აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში და ემსახურება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა პრევენციას.
- ფუნქციონირებს ვიდეოჯარიმების ანალოგიურად. GPS ვიდეორეგისტრატორებისა და სპეციალური პროგრამის საშუალებით ხდება დარღვევის, დროისა და ადგილის ზუსტი აღრიცხვა, რომლის საფუძველზეც პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმა ეგზავნება.
- GPS ვიდეორეგისტრატორებით სამოქალაქო ტიპის ავტომანქანები იქნება აღჭურვილი.
- მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება სამართალდარღვევა გადაამოწმოს ან გაასაჩივროს.
- უკონტაქტო პატრულირება იცავს მოძრაობის მონაწილეებს, მათ შორის, ქვეითებს, მაშინაც კი, როცა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არ ჩანან.
- უკონტაქტო პატრულირება მართვის მოწმობას ქულებს არ აკლებს.