შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვლადიმერ ბორცვაძე დანიშნა.
ვლადიმერ ბორცვაძე 2006-2018 წლებში საქართველოს პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
2016-2018 წლებში იგი საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დირექტორი იყო. ვლადიმერ ბორცვაძე 2013 წლიდან 2016 წლამდე ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2012-2013 წლებში იგი ხაშურის რაიონული პროკურორი იყო, ხოლო 2009-2012 წლებში საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა. ვლადიმერ ბორცვაძე 2007-2009 წლებში შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2006 წლიდან 2007 წლამდე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო.