112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

პატრული

პატრული მეტროპოლიტენში
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ხელმძღვანელობენ მოქმედი კანონმდებლობითა და ნორმატიული აქტებით, მათი ძირითადი მოვალეობაა მეტროპოლიტენის უსაფრთხოების და მისი სარგებლობის წესების დაცვა, ყველა სახის კანონდარღვევის აღკვეთა-აცილება და გამოვლენა. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ფეთქებადი და სხვა აკრძალული ნივთების გადატანაზე, მაქსიმალურად არის დაცული მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოება.



საპატრულო ეკიპაჟი

საპატრულო ეკიპაჟი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:

დანაშაულის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა და მათზე რეაგირება. პირის დანაშაულის ფაქტზე წასწრებისას იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს დანაშაულის აღსაკვეთად; დახმარებას უწევს დაზარალებულებს; ადგენს დანაშაულის თვითმხილველებს, უზრუნველყოფს შემთხვევის ადგილის დაცვას; სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს; მოქალაქეებზე თავდასხმისას, სტიქიური უბედურების ან სხვა უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულ პირებს უწევს დახმარებას. შეინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფში წარადგენს მართლწესრიგის დამრღვევებს. დახმარებას უწევს უზედამხედველო ან გზააბნეულ არასრულწლოვნებს. გადის გამოძახებაზე ოჯახურ და მეზობლურ კონფლიქტებზე და ადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. ახორციელებს კონტროლს საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიერ საგზაო მოძრაობის წესების შესრულებაზე, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს საგზაო მოძრაობის რეგულირებას. საგზაო მოძრაობაზე ზედამხედველობის განხორციელებისას პირველ რიგში ყურადღებას აქცევს ისეთ დარღვევებს, რომლებიც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის წარმოქმნის წინაპირობას წარმოადგენს. ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლის შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემთხვევაში ღებულობს ზომებს მისი იდენთიფიკაციისთვის.

ბოლო პერიოდში დანაშაულის პრევენციისა და მასზე სათანადო რეაგირების მიზნით გაიზარდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობა (ქ. თბილისში 30%-ით). ჩამოყალიბდა მცხეთა-მთიანეთის დანაყოფი, რამაც გაზარდა ამ უკანასკნელის ოპერატიულობა. გაიზარდა საპატრულო პოლიციის მომსახურების არეალი. აქამდე აუთვისებელი რეგიონებისთვის დაიწყო საპატრულო პოლიციის მომსახურების მიწოდება. კერძოდ კახეთში მთლიანად ათვისებულია ჩალაუბანი-დედოფლისწყაროს მიმართულება. სამეგრელოში 45%-ით გაიზარდა მოძრავი შემადგენლობის რაოდენობა.


ქვეითი პატრული
ქვეითი პატრული თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს:

დანაშაულის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთასა და თავიდან აცილებას. ახორციელებს გადატვირთულ გზაჯვარედინებზე მოძრაობის განმუხტვის მიზნით ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირებას. რეაგირებას ახდენს ქვეითად მოსიარულეთა მხრიდან ჩადენილ სამართალდარღვევებზე. უზრუნველყოფს მოძრაობის ორგანიზებას ავარიულ-სამაშველო სამუშაოებისა და მასობრივი ღონისძიებების ჩატარების ადგილებში. უფლება აქვს გააჩეროს მხოლოდ დაკავებაზე გადაცემული ავტომობილი ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან მიმალული სატრანსპორტო საშუალებები. რეაგირებას ახდენს იმ სამართალდარღვევებზე რაც შეეხება: სატრანსპორტო საშუალების ამკრძალავი ნიშნის მოქმედების ზონაში დგომას და გაჩერებას. ახორციელებს საგზაო-სატრანსპორტო ან სხვა უბედური შემთხვევის ადგილზე შესაბამის ღონისძიებებს ადამიანთა ევაკუაციისა და მათთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უზრუნველსაყოფად, დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირებისა და უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონების დაცვისათვის ხელშესაწყობად. დროებით ზღუდავს ან კრძალავს გარკვეულ ადგილზე და ობიექტზე მოქალაქეთა შესაძლო გადაადგილებას ან თავშეყრას, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.


სასაზღვრო გამტარი პუნქტები
საქართველოს საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში და სასაზღვრო ზონაში კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ძირითად ამოცანას წარმოადგენს.

საქართველოს სასაზღვრო გამტარი პუნქტები სრულად ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, დაპროექტებულია ერთგვაროვანი მიდგომით, რაც მნიშვნელონად უწყობს ხელს სახელმწიფო საზღვარზე ტვირთებისა და მგზავრთა უსაფრთხო და ორგანიზებულ გადაადგილებას.

ყველა გამტარი პუნქტი აღჭურვილია რადიაციის დეტექტორებით, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს რადიოაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდის შესაძლებლობას, პუნქტები აგრეთვე აღჭურვილია სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისა და რეგისტრაციის თანამედროვე აპარატურით, ისევე როგორც შესაბამისი კომპიუტერული პროგრამებით, რომელთა გამოყენებაც, შსს-ს ცენტრალური მონაცემთა ბაზის მეშვეობით დროის რეალურ რეჟიმში, ფიზიკური პირების მყისიერ ვერიფიკაციას უზრუნველყოფს. ყველა სასაზღვრო პუნქტში დამონტაჟებულია ე.წ. სამგზავრო დოკუმენტების მეორადი ინსპექტირების ლაბორატორიები, რაც დამატებითი ექსპერტიზის გარეშე, გაყალბებული დოკუმენტების სახელმწიფო საზღვარზე გამოვლენის საშუალებას იძლევა.


სასაზღვრო-სამიგრაციო პუნქტები:
ყულევისპორტი
ფოთისპორტი
ბათუმისპორტი
ბათუმისაეროპორტი
თბილისისაეროპორტი
ქუთაისისაეროპორტი
სარფი
ვალე
ნინოწმინდა
გუგუთი
ახკერპი
სადახლო
წითელიხიდი
ვახტანგისი
სამთაწყარო
ცოდნა
ყაზბეგი
გარდაბნისრკინიგზა
სადახლოსრკინიგზა