112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

ტრეფიკინგის წინაარმდეგ ბრძოლის სფეროში ჩატარებული ოპერაციები

ოპერაცია ქიმერა მიმოხილვა

ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და სხვა სახის მძიმე დანაშაულებთან ბრძოლის სუამ-ის სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, 2006 წლის ივნისში შეიქმნა ადამიანებით ვაჭრობისა და არალეგალურ მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ქვეჯგუფი, მოლდავეთის შინაგან საქმეთა სამიონისტროს დაქვემდებარებაში. ადამიანებით ვაჭრობა და არალეგალური მიგრაცია სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სუამ-ის ქვეყნებისთვის. მათ წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს ერთობლივ ძალისხმევას და სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებულ ოპერაციებს, რომელთა მიზანი იქნება აღკვეთის ღონისძიებების, გამოძიების და დამნაშავეთათვის სასჯელის შეფარდების ეფექტურობის ამაღლება.

ოპერაცია "ქიმერას" ძირითადი დავალება მდგომარეობდა სუამ-ის ქვეყნებში ადამიანებით ვაჭრობასა და არალეგალური მიგრაციის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზში. წინასწარ განისაზღვრა, რომ აღნიშნული ინფორმაციის მოგროვება მოხდებოდა 2006 წლის 1 ივნისიდან 2006 წლის 30 ნოემბრამდე. პროექტის კოორდინაციას უწევდა მოლდავეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ოპერაციის მსვლელობისას მოპოვებული ინფორმაცია ემყარებოდა ადამიანებით ვაჭრობასა და არალეგალური მიგრაციასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისას მიღებულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგებსა და მონაცემებს.

საქართველო

2006 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა ცნობა ჩატარებული 9 ოპერატიული ღონისძიების შესახებ, ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. ამ ღონისძიებების შედეგად გამოვლენილ იქნა ტრეფიკინგის 5 მსხვერპლი ქვეყნის შიგნით, რომელთაგან ოთხი სრულწლოვანია. აქდან სამი გამოავლინეს სასაზღვრო პუნქტში (ერთ-ერთი თბილისის აეროპორტში). ასევე დაფიქსირდა ადამიანით საერთაშორისო ვაჭრობის შემთხვევაც, რომლის მსხვერპლი აღმოჩნდა უზბეკეთის მოქალაქე. განხორციელებული მოქმედებების შედეგად საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 5 დამანაშავე. ერთი - სასომხეთის და ოთხი - საქართველოს მოქალაქე. დამნაშავეთა წინააღმდეგ აღიძრა 4 სისხლის სამართლის საქმე.

რაც შეეხება არალეგალურ მიგრაციას, საქართველოს მხარემ წარმოადგინა ცნობა 103 საქმის გახსნის შესახებ, რომელთა უმრავლესობაც, ისევე როგორც მოლდავეთის შემთხვევაში, დაფიქსირდა ივლისსა და აგვისტოში. ძირითადად მიგრანტებს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენდნენ, მაგრამ მათ შორის იყვნენ რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და სასომხეთის მოქალაქეებიც.

ოპერაცია "დაკავება 1" მიმოხილვა

2007 წლის 18 მაისს ქალქ კიშინიოვში სუამ-ის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად 2007 წლის 23-25 ოქტომბერს სუამ-ის ფარგლებში ჩატარდა ოპერაცია "დაკავება 2007".

განისაზღვრა ის ობიექტები რომელთა შემოწმებაც მოხდა ოპერაციის მსვლელობისას. ესენია: ქ. თბილისში არსებული ე.წ. ღამის კლუბები, საუნები და სასტუმროები, რომლებიც ითვლება ე.წ. პროსტიტუციაში ჩაბმულ პირთა თავშეყრის ადგილად.

ოპერაციისთვის შეირჩა და გაძლიერდა კონტროლი შემდეგ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე: თბილისისა და ბათუმის აეროპორტები (საჰაერო), სარფი (თურქეთი-საქართველო), ვალე (თურქეთი-საქართველო), ფითის პორტი (საზღვაო), ლაგოდეხი (აზერბაიჯანი-საქართველო), წითელი ხიდი (აზერბაიჯანი-საქართველო).

ოპერაციის დასრულების შემდეგ, შესაბამისი უწყებებიდან მიღებული ცნობების თანახმად, ოპერაციის პერიოდში ადამიანებით ვაჭრობის ან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტები არ დაფიქსირებულა.

ოპერაცია "ქიმერა"-ს და "დაკავება 2007"-ს შედეგების შეჯამება და მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი მოხდა 2007 წლის 6 დეკემბერს, ქ კიშინიოვში სუამ-ის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრაზე.

ოპერაცია "დაკავება 2" მიმოხილვა

2007 წლის 6 დეკემბერს ქალქ კიშინიოვში სუამ-ის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად 2008 წლის 12-16 მაისს სუამ-ის ფარგლებში ტარდება ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ოპერაცია "დაკავება 2"-ი.

აღნიშნული ოპერაცია მიზნად ისახავს რეგიონში ადამიანებით ვაჭრობის და უკანონო მიგრაციის შემთხვევების და დანაშაულებრივი ჯგუფების გამოვლენას, მსხვერპლთა იდენტიფიკაციას, მათი რეაბილიტაციის და რეპატრიაციის მიზნით სამართალდამცავ ორგანოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კოორდინირებული მუშაობისთვის საფუძვლის ჩაყრა, ასევე პრევენციული ზომების გატარებას.

ოპერაციის წარმატებით განხორციელების მიზნით საქართველოს შსს-ში სუამ-ის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდეს დროებითი სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით

ოპერაციის მსვლელობისას გაძლიერდა კონტროლი შემდეგ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე: თბილისისა და ბათუმის აეროპორტები (საჰაერო), სარფი (თურქეთი-საქართველო), ვალე (თურქეთი-საქართველო), ფითის პორტი (საზღვაო), ლაგოდეხი (აზერბაიჯანი-საქართველო), წითელი ხიდი (აზერბაიჯანი-საქართველო).

ოპერაციის პერიოდში ტრეფიკინგის ფაქტები არ დაფიქსირებულა, ხოლო რაც შეეხება მიგრაციას, დაფიქსირდა საზღვრის უკანონო გადაკვეთის 2 ფაქტი.

ოპერაცია "დაკავება 3"

2008 წლის 17-21 ნოემბერს საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდა ოპერაცია "დაკავება 3". ოპერაციის პერიოდში ადამიანებით ვაჭრობის ფაქტები არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება უკანონო მიგრაციას, საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გამოვლენილ იქნა საზღვრის უკანონო გადაკვეთის 10 ფაქტი.

2009 წლის 3-4 მარტის სუამ-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მიეღებული გადაწყვეტილების შესაბამისად 2009 წლის 9-13 ნოემბრის პერიოდში დაგეგმილია ჩატარდეს ოპერაცია "დაკავება 2009"

ოპერაცია "დაკავება 2009"

2009 წლის 9-13 ნოემბერს სუამ-ის ფარგლებში ჩატარდა ერთობლივი ოპერაცია "დაკავება 2009", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სუამ-ის წევრი ქვეყნების შესაბამისმა დანაყოფებმა. ოპერაციის მსვლელობისას გააქტიურად კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, აეროპორტებში და პორტებში.

აღსანიშნავია, რომ ოპერაციის პერიოდში საქართველოში ტრეფიკინგისა და არალეგალური მიგრაციის ფაქტები არ დაფიქსირებულა.

ოპერაცია დაკავება "2010"

2010 წლის 1-31 ოქტომბერს სუამ-ის ფარგლებში ჩატარდა ერთობლივი ოპერაცია "დაკავება 2010", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სუამ-ის წევრი ქვეყნების შესაბამისმა დანაყოფებმა. ოპერაციის მიზნებად განისაზღვრა რეგიონში ადამიანებით ვაჭრობის და უკანონო მიგრაციის შემთხვევების, ასევე დანაშაულებრივი ჯგუფების გამოვლენა, მსხვერპლთა იდენტიფიკაცია მათი რეაბილიტაციის და რეპატრიაციის მიზნით, სუამ-ის წევრი ქვეყნების ერთობლივი მუშაობის გაღრმავება.

ოპერაციის მსვლელობისას საქართველოში ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის ფაქტები არ გამოვლენილა.

ოპერაცია "დაკავება 2011"

2011 წლის 1-30 ნოემბერს სუამ-ის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე ჩატარდა ერთობლივი სამართალდაცვითი ოპერაცია "დაკავება 2011". Oპერაციის მსვლელობისას საქართველოს ტერიტორიაზე გაძლიერად კონტროლი სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე. Oპერაციის დროს საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილ იქნა ტრეფიკინგის 2 ფაქტი. მიმდინარეობს გამოძიება.