ადამიანებით ვაჭრობა და უკანონო მიგრაცია სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს სუამ-ის ქვეყნებისთვის. ამ სახის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს სამართალდამცავთა შეთანხმებულ ოპერაციებს, რომელთა მიზანია დამნაშავეთა გამოვლენის, გამოძიებისა და პასუხისგებში მიცემის ღონისძიებების ეფექტურობის ზრდა. სახელმწიფოთაშორისი საინფორმაციო ანალიტიკური სისტემის ეროვნულ სეგმენტებს _ სუამ-ის ეროვნულ სამართალდამცავ ცენტრებს გააჩნიათ შესაძლებლობა უზრუნველყონ ამ ღონისძიებებთან დაკავშირებული ინფორმაციის უსაფრთხო და ხელსაყრელი გაცვლა.
აღსანიშნავია, რომ ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის სფეროში პროექტი შეიმუშავა და სუამ-ის სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციას ანხორციელებს მოლდავეთის რესპუბლიკა, ვინაიდან მას, როგორც იამვდროულად SECI-ს წევრს, მიღებული აქვს დიდი გამოცდილება.
ამასთან დაკავშირებით, 2006 წლის 15-16 ივნისს, ქ. კიშინიოვში ჩატარდა სუამ-ის სამუშაო ქვეჯგუფის შეხვედრა ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ინფორმაციის მოგროვებისა და ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის შესახებ.
ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და სხვა საშიში დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სუამ-ის სამუშაო ჯგუფის მიერ დამტკიცებული 2006 წლის ორგანიზაციულ-პრაქტიკული ღონისძიებების გეგმის თანახმად, აზერბაიჯანის შს სამინისტრომ (ევრო-ატლანტიკური მრჩეველთა ჯგუფის ხელშეწყობით) უზრუნველყო ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სუამ-ის სამუშაო ქვეჯგუფის შეხვედრის ორგანიზება. შეხვედრა გაიმართა ქ. ბაქოში 2006 წლის 20-21 ნოემბერს.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდავეთის სამართალდამცავი სამსახურების წარმომადგენლებმა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ევრო-ატლანტიკური მრჩეველთა ჯგუფი და აზერბაიჯანში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელი.
შეხვედრის დასრულებისას მონაწილეებმა აღნიშნეს გამართული დისკუსიების ეფექტურობა, სუამ-ის სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობა.
სუამ-ის ტერორიზმის ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და სხვა სახის საშიში დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფის მერ მიღებული ორგანიზაციულ-პრაქტიკული გეგმის თანახმად 2007 წლის 17 მაისს ქ. კიშინიოვში გაიმართა სუამ-ის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ქვეჯგუფის მორიგი შეხვედრა.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ერთსულოვნად მიიღეს ერთობლივად შემუშავებული ოპერაციის, "დაკავება 2007"-ის გეგმა და განსაზღვრეს აღნიშნული ოპერაციის მიზნები, ასევე მოსალოდნელი შედეგები.
2007 წლის 6 დეკემბერს ქ. კიშIნიოვში გამართულ ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის სამუშაო ქვეჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის და მოლდავეთის რესპუბლიკის დელეგაციებმა წარმოადგინეს 2007 წლის 23-25 ოქტომბერს სუამ-ის წევრ სახელმწიფოებში ჩატარებული ოპერაცია "დაკავება 2007"-ის შედეგები და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. შეხვედრის მონაწილეები მიერ ერთსულოვნად დადებითად იქნა შეფასებული ოპერაციის შედეგები. ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 2008 წელში 2 მსგავსი ოპერაციის ჩატარების შესახებ და შეათანხმეს მომდევნო ოპერაციების გეგმა.
2008 წლის 15-16 დეკემბერს სუამ-ის სამდივნოში გაიმართა სუამ-ის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის და ნარკოტიკების უკანონო გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფის 10-ე შეხვედრა ექსპერტებს შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ სუამ-ის წევრი ქვეყნების და სამდივნოს წარმომადგენლები, ასევე ამერიკის იუსტიციის სამინისტროს "კრიმინალური გამოძიების ორგანოების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების საერთაშორისო პროგრამა" ICITAP-ის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მოხდა 2008 წელს განხორციელებული საორგანიზაციო-პრაქტიკული ღონისძიებების შედეგების შეჯამება, კერძოდ, ოპერაციები "ნარკოსტოპ" 2 და 3 ნარკოტიკების უკანონო გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში და "დაკავება" 2 და 3 არალეგალური მიგრაციის და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.
2010 წლის 23-24 თებერვალს ქ.კიევში, სუამ-ის სამდივნოში, მოლდოვას თავმჯდომარებოთ გაიმართა ტრეფიკინგთან და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სუამ-ის სამუშაო ქვეჯგუფის სხდომა.
აღნიშნული სხდომის ფარგლებში მხარეებმა მოისმინეს ინფორმაცია ოპერატიული მდგომარების შესახებ ტრეფიკინგთან და არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით, განიხილეს რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები.
მხარეებმა შეაჯამეს სუამ-ის ფარგლებში ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებები "დაკავება-2" (12-15 მაისი 2008 წ), "დაკავება-3" (10-14 ნოემბერი 2008 წ), "დაკავება-2009" (9-13 ნოემბერი 2009 წ).
მხარეებს მიზანშეწონილად მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ქვეჯგუფის შემდგომ სხდომაზე განხილულ იქნეს სუამ-ის ფარგლებში, ტრეფიკინგზე და არალეგალურ მიგრაციაზე არსებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის მდგომარეობა.
2010 წლის 11-12 ნოემბერს ქ.კიევში, სუამ-ის სამდივნოში, მოლდოვას თავმჯდომარეობით გაიმართა ტრეფიკინგისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სუამ-ის სამუშაო ქვეჯგუფის მე-6 სხდომა. სამუშაო ქვეჯგუფმა მოისმინა ანგარიში 2010 წელს ჩატარებული სამუშაოების შესახებ და მოისმინა მხარეთა ინფორმაცია ოპერატიული მდგომარებისა და სუამ-ის წევრი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების მიერ ტრეფიკინგისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მიზნების შესრულების შესახებ.
ქვეჯგუფმა განიხილა მიმდინარე წლის 1-30 ოქტომბერს, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში წევრ-სახელმწიფოებს შორის ერთობლივი ოპერაცია "დაკავება 2010"-ის შედეგები.
სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა, რომ 2011-2012 წლებში მოლდობა კვლავ დარჩება როგორც ტრეფიკნგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ქვეჯგუფის ქვეყანა-კოორდინატორი.
2011 წლის 8-9 ივნისს ქ.კიევში, სუამ-ის სამდივნოში, მოლდოვას თავმჯდომარეობით გაიმართა ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სუამ-ის სამუშაო ქვეჯგუფის მე-7 სხდომა. სამუშაო ქვეჯგუფმა გაცვალა ინფორმაცია ეროვნული კანონმდებლობის შესახებ. სამუშაო ქვეჯგუფმა მოისმინა მხარეთა ინფორმაცია ოპერატიული მდგომარებისა და სუამ-ის წევრი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების მიერ ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მიზნების შესრულების შესახებ.
სამუშაო ქვეჯგუფი შეთანხმდა, რომ ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ერთობლივი ოპერაცია "დაკავება 2011" ჩატარდება მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში. ოპერაციის შედეგები კი ეცნობებათ მოლდოვას, როგორც ქვეყანა-კოორდინატორს და სუამ-ის სამდივნოს.
სამუშაო ქვეჯგუფმა დაავალა მხარეებს მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე შეიმუშავონ კონკრეტული წინადადებები, მათ შორის ერთობლივი ოპერაციების ჩატარების მიმართულებით, რომლებიც შეეხება სუამ-ისა და სეკი-ს თანამშრომლობას. სამუშაო ქვეჯგუფმა დაავალა სუამ-ის სამდივნოს, მოლდოვასთან, როგორც ქვეყანა-კოორდინატორთან ერთად შეიმუშაოს თანამშრომლობის კონკრეტული საკითხები სეკი-ს ცენტრთან.
2011 წლის 13-14 დეკემბერს ქ.კეივში, სუამ-ის სამდივნოში, მოლდოვას თავმჯდომარეობით გაიმართა ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სუამ-ის სამუშაო ქვეჯგუფის მე-8 სხდომა. მხარეებმა გააკეთეს შესაბამისი პრეზენტაციები, გაცვალეს ინფორმაცია ეროვნული კანონმდებლობის შესახებ. სამუშაო ქვეჯგუფმა მოისმინა მხარეთა ინფორმაცია ოპერატიული მდგომარებისა და სუამ-ის წევრი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების მიერ ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მიზნების შესრულების შესახებ. მხარეებმა მხარი დაუჭირეს სუამ-ის სამდივნოს მიერ წარმოებულ კონსულტაციებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამართალდამცავ ცენტრთან და შეთავაზებულ იქნა 2012 წელს დაგეგმილია ერთობლივი ოპერაცია "დაკავება 2012" ჩატარდეს ამ ცენტრთან ერთად. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია "დაკავება 2011"-ის შესახებ.
მხარეებმა დაავალეს სუამ-ის სამდივნოს, გაიარონ კონსულტაციები ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა არაბეთის გაერთიანებული საემიროები და ყატარი, რათა მოხდეს თანამშრომლობის დამყარება ამ სახელმწიფოებთან ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია მომზადდეს ერთობლივი ანალიტიკური დოკუმენტების ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.
სამუშაო ქვეჯგუფის გადაწყვეტილებით 2012 წლიდან ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ქვეჯგუფს კოორდინირებას გაუწევს უკრაინა.