112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

ტერორიზმი

საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების ქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე 'ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის~ ნავთობსადენს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების მისაღწევად პირველხარისხოვანი მიზანია აქტიური თანამშრომლობა სუამ-ის ქვეყნებში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან კონკრეტული საფრთხის შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით, ტერორისტების დაფინანსების არხების გამოვლენა და ამ საკითხების შესახებ მონაცემთა სახელმწიფოთაშორისი გაცვლის სრულყოფა. ამ სახის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში იკვეთება სუამ-ის ქვეყენების სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევის კონსოლიდაციის აუცილებლობა, რაც გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის სუამ-ის ეროვნული სამართალდამცავი ცენტრების შესაძლებლობების გამოყენებას.

ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობისა და სხვა საშიშ დანაშაულებთან ბრძოლის სუამ-ის სამუშაო ჯგუფის მიერ დამტკიცებული გეგმის რეალიზაციის მიზნით, აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტრომ, ევრო-ატლანტიკური მრჩეველთა ჯგუფის ექსპერტებთან ერთად, უზრუნველყო ტეორორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სუამ-ის სამუშაო ქვეჯგუფის პირველი შეხვედრის ორგანიზება. შეხვედრა გაიმართა 2006 წლის 15-16 სექტემბერს ქ. ბაქოში.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, უკრაინის, საქართველოს და მოლდავეთის სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა. შეხვედრაში ასევე მონაწილებას იღებდნენ ევრო-ატლატიკური მრჩეველთა ჯგუფისა და აზერბაიჯანში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე სუამ-ის ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული ვითარება, მათ შორის თითოეულ წევრ ქვეყანაში არსებული ტერორისტული საფრთხეები და კონკრეტული კონტრქმედებების მაგალითები.

2007 წლის 29 ოქტომბერს ქ. ბაქოში გაიმართა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სუამ-ის სამუშაო ქვეჯგუფის მე-2 შეხვედრა, რომელსაც თავმჯდომარეობდა აზერბაიჯანის სუამ-ის ეროვნული ცენტრის უფროსი ბ-ნი ფ. პანახოვი. სხდომაში ასევე მონაწილეობდნენ წევრი ქვეყნების დელეგაციები, სუამ-ის სამდივნოს პოლიტიკურ-სამართლებრივ საკითხთა კოორდინატორი ბ-ნი გ. ნაზაროვი, აშშ/სუამ-ის ჩარჩო პროგრამის კოორდინატორი ქ-ნი ა. ლეუხინა და ევროატლანტიკური საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლები.

2009 წლის 5 ოქტომბერს ქ.ბაქოში გაიმართა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფის სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა სუამ-აშშ-ის ტექნიკური დახმარების ახალი ჩარჩო ხელშეკრულება „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ღეგიონალური თანამშრომლობა და უსაფრთხოება".აღნიშნულ შეხვედრას არ ესწრებოდნენ მოლდავეთის წარმომადგენლები.

2010 წლის 12 მაისს, ქ.კიევში, სუამის სამდივნოში აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით გაიმართა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სუამ-ის სამუშაო ქვეჯგუფის მე-4 სხდომა. სამუშაო ქვეჯგუფმა მოისმინა ანგარიში 2009 წელს ჩატარებული სამუშაოების შესახებ, ასევე თითოეული წევრი სახელმწიფოს მოხსენება ტერორიზმის სფეროში ეროვნული კანონმდებლობისა და ოპერატიული მდგომარეობის შესახებ.

სამუშაო ქვეჯგუფმა დაავალა მხარეებს 2010 წლის 30 სექტემბრამდე დაასრულონ სამუშაო ქვეჯგუფების ფორმირება.

2010 წლის 22 ოქტომბერს ქ.კიევში, სუამ-ის სამდივნოში, აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით გაიმართა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ქვეჯგუფის მე-5 სხდომა. სამუშაო ქვეჯგუფმა მოისმინა ანგარიში 2010 წელს ჩატარებული სამუშაოების შესახებ და გაცვალა ინფორმაცია ეროვნული კანონმდებლობის განვითარებისა და სუამ-ის წევრი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოებში ოპერატიული სიატუაციისა და ღონისძიებების შესახებ.

სამუშაო ქვეჯგუფმა აღნიშნა სუამ-ის წევრი სახელმწიფოების სპეცსამსახურებს შორის ოპერატიული ურთიერთქმედების, ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობა და ასევე ტრენინგებში მონაწილეობის აქტივიზაცია.

სამუშაო ქვეჯგუფმა დაამტკიცა წინადადებები 2011 წლის საორგანიზაციო-პრაქტიკული ღონისძიებების გეგმა და შეთანხმდა, რომ აზერბაიჯანი 2011-2012 წლებშიც დარჩება აღნიშნული ქვეჯგუფის ქვეყანა-კოორდინატორად.

2011 წლის 17-18 მაისს ქ.კიევში, სუამ-ის სამდივნოში, აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით გაიმართა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ქვეჯგუფის მე-6 სხდომა. ქვეჯგუფმა აღნიშნა კიბერ-ტერორიზმისა და კიბერ-დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის განვითარების ინიცირების მნიშვნელობა. ტექნოგენური ტერორიზმის საფრთხეების შესაძლებლობის გამო, ქვეჯგუფმა გამოთქვა მოსაზრებები სუამ-ის ფარგლებში ქიმიური, ბაქტეოროლოგიური და ბირთვული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის განვითარების ინიცირების მნიშვნელობაზე.

მხარეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს აღნიშნულ სფეროში თანამშრომნლობის საკითხი კერძოდ: 2012 წლის ივნისში აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ევროვიზიისა, 2012 წლის ივნისში უკრაინაში ევროპის ჩემპიონატის ჩატარებასა და სუამ-ის წევრ სხვა სახელმწიფოებში მასობრივი ღონისძიებების ჩატარების ჩარჩოებში.

2011 წლის 13-14 ოქტომბერს ქ.კიევში, სუამ-ის სამდივნოში, აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით გაიმართა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ქვეჯგუფის მე-7 სხდომა. დელეგაციებმა გაცვალეს ინფორმაცია ეროვნული კანონმდებლობის განვითარებისა და სუამ-ის წევრი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოებში ოპერატიული სიატუაციისა და ღონისძიებების შესახებ. ქვეჯგუფმა მოისმინა ქვეყანა კოორდინატორისა და სამდივნოს ინფორმაცია 2011 წლის 5-6 სექტემბერს მოლდოვაში გამართულ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის რეგიონალური სემინარის შესახებ.

დელეგაციებმა მხარი დაუჭირეს სამდივნოს პოზიციას სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების რეალიზაციის ფარგლებში სუამ-ის როლის შესახებ. ამ პოზიციის თანახმად მესამე მხარის ორგანზებით სუამ-ი ახორციელებს ერთობლივ პროექტებს, რომელიც თანხმდება სუამ-ის წევრ ყველა სახელმწიფოს შორის კონსენსუსის გზით. ქვეჯგუბმა გამოთქვა მოსაზრებები კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროექტებში სუამ-ის შესაძლო მონაწილეობის შესახებ, მუდმივად მოქმედი საკონტაქტო ცენტრების შექმნაზე სუამ-ის ვირტუალური ცენტრების მექანიზმების გამოყენებით.