წევრი ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო წესების (შეთანხმებების) მიხედვით სუამ-ის სამართალდამცავი ცენტრი თანამშრომლობს შემდეგ სფეროებში:
1. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა;
2. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
3. უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ ბრძოლა;
4. იარაღითა და საბრძოლო მასალით, საბრძოლო აღჭურვილობით, ზოგიერთი სახის წიაღისეულით, ასევე ტექნოლოგიური საშუალებებით, რომლებიც გამოიყენება მათ დასამზადებლად; ასაფეთქებელი და ტოქსიკური ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა;
5. ბირთვული რეაქტორების საწვავით, რადიოაქტიური მასალით, მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად ორმაგი ფუნქციის მქონე აღჭურვილობისა და ტექნოლოგიებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა;
6. ნარკოტიკებით, ფსიქოტროპული ნივთიერებებით და პრეკურსორებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა;
7. ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, ფინანსური დოკუმენტების, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ფალსიფიკაცისა, უკანონო ვაჭრობის და გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა;
8. ეკონომიკური დანაშაულების წინააღმდეგ, მათ შორის გადასახადებისგან თავის არიდების, ფულის გათეთრების და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;
9. კონტრაბანდის და სხვა საბაჟო დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლა;
10. პიროვნების და საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლა;
11. ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა და იმ პირთა ძებნა, რომლებიც თავს არიდებენ სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას და სასჯელაღსრულებას;
12. უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ძებნა; გვამების ამოცნობა;
13. ქურდობის და ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა;
14. არალეგალური მიგრაციის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ადამიანის ორგანოებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა;
15. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
16. ინტელექტუალური საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლა;
17. თვითმფრინავების, გემების და სხვა სატრანსპორტო საშუალებათა გატაცების წინააღმდეგ ბრძოლა.