სუამ-ი არის ოთხი ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდავეთი) რეგიონალური კავშირი. ამ კავშირის შექმნის პროცესი დაიწყო 1997 წელს.
სუამ-ის ქვეყნების ძალისხმევის მიუხედავად ორგანიზებული დანაშაული და კორუფცია მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზეც. ზემოაღნიშნული დანაშაულების გარკვეული ფორმები ხელს უშლის და აყოვნებს ქვეყნების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას, საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანთა მთავარ თავისუფლებებს, მშვიდობას და უსაფრთხოებას. ეკონომიკის განვითარება და სიღარიბის დაძლევა, ასევე სახელმწიფო და რეგიონალური უსაფრთხოება მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენს, რომელთა უზრუნველყოფაც შესაძლებელია რეფორმების შედეგად კანონმდებლობის სრულყოფით და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოვებით. ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა, მაგრამ დამთავრებული ჯერ არ არის. ეს გარემოება განსაზღვრავს სუამ-ის თანამშრომლობისა და აშშ-სუამ-ის ჩარჩო პროგრამის მნიშვნელობას.
1997 წელს საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდავეთის პრეზიდენტების ერთობლივ შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონალური თანამშრომლობის, ევროპული და რეგიონალური უსაფრთხოების, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები. ქვეყნის მეთაურებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეს ევრაზია-ტრანსკავკასიის კორიდორის შექმნის საკითხს, რაც წარმოადგენს ქვეყნებს შორის მეგობრობის, კეთილმეზობლური ურთიერთობების და ეკონომიკური ხელსაყრელობების გამოყენების საფუძველს.
თანამშრომლობის გაღრმავების მიზანია უფრო სტაბილური და უსაფრთხო ევროპის შექმნა, რომლის მთავარი პრინციპებია: ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემა, სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობა, ურთიერთპატივისცემა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანთა უფლებების პატივისცემა.
2000 წელს, ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის რიგით 55-ე სხდომაზე სუამ-ის წევრი ქვეყნების პრეზიდენტების მიერ მიღებულ იქნა ნიუ-იორკის მემორანდუმი. თანამშრომლობის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სუამ-ის წევრი ქვეყნების შესაბამის ორგანოებს შორის შიდა კონტაქტების და პირდაპირი კავშირის საშუალებების დანერგვისათვის ხელის შეწყობა. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო კორიდორის ეფექტურად ფუნქციონირება და მისი ინფრასტრუქტურის განვითარება მიჩნეულ იქნა როგორც მთავარი პრიორიტეტი.
2001 წელს იალტაში გაიმართა სუამ-ის პირველი ყოველწლიური სამიტი, რომელზედაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული სუამ-ის, როგორც კავშირის გასაძლიერებლად და ინსტიტუციონირებისაკენ. სუამ-ის იალტის ქარტია განსაზღვრავს წევრი ქვეყნების თანამშრომლობის მთავარ მიზნებს და მიმართულებებს.
2001 წლის ნოემბერში, ბაქო მასპინძლობდა სუამ-ის ქვეყნების შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენელთა შეხვედრას, რომელზედაც განხილულ იქნა სუამ-ის სატრანსპორტო კორიდორის უსაფრთხო ფუნქციონირების საკითხები. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია საზღვრის დაცვის და საბაჟო კონტროლის გაძლიერება და ამავდროულად სუამ-ის ეროვნულ ცენტრებს შორის ურთიერთკავშირის დამყარება.
2002 წელს, იალტაში, სუამ-ის წევრი ქვეყნების პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილ იქნა სუამ-ის ქარტია, რომელიც განსაზღვრავს სუამ-ის ქვეყნების თანამშრომლობის მთავარ მიმართულებებსა და პრინციპებს. კავშირის ეკონომიკური განვითარებისათვის გადამწყვეტ მომენტს წარმოადგენდა სუამ-ის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ ხელშეკრულების დადება.
2002 წლის ოქტომბერში, სუამ-ის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრაზე, რომლის მიზანიც იყო ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის და ნარკოტიკული ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, ხელი მოეწერა აშშ-სუამ-ის ჩარჩო ხელშეკრულებას ვაჭრობისა და ტრანსპორტის ხელშეწყობის, საბაჟო და საზღვრის დაცვის კონტროლის, ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. პროგრამის მთავარი მიზანია ვაჭრობისათვის ხელის შეწყობა, სატრანსპორტო მაგისტრალების განვითარება და სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურობის ზრდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
2002 წლის დეკემბერში სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ დაამტკიცა 'აშშ-სუამ-ის ჩარჩო ხელშეკრულება ვაჭრობისა და ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობის, საზღვრის დაცვის და საბაჟო კონტროლის, ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ .
აშშ-სუამ-ის ჩარჩო ხელშეკრულება მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- სუამ-ის ვირტუალური სამართალდამცავი ცენტრის (VLEc) შექმნა ;
- ინფორმაციის საერთო სისტემის შექმნა ანტიტერორისტული საქმიანობის კოორდინაციისათვის;
- სუამ-ის ქვეყნების საზღვრის დაცვის და საბაჟო კონტროლის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების გაძლიერება.
2003 წლის ივლისის იალტის სამიტზე სუამ-ის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილ იქნა რიგი ხელშეკრულებები, რამაც საფუძველი ჩაუყარა თანამშრომლობის მომავალ განვითარებას სუამ-ის სატრანსპორტო კორიდორის ეფექტური და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ხელშეკრულებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სუამ-ის წევრი ქვეყნების მემორანდუმი ვაჭრობისა და ტრანსპორტის ხელშეწყობის პროგრამის შესახებ. ეს საერთაშორისო ხელშეკრულება წარმოადგენს აღნიშნული პროექტის განხორციელების საფუძველს.
2003 წლის დეკემბერში აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით ჩამოყალიბდა სუამ-ის ქვეყნების ექსპერტთა ორი ჯგუფი. ექსპერტთა ერთმა ჯგუფმა ბაქოში ჩამოაყალიბა ვირტუალური სამართალდამცავი ცენტრის სტრატეგია, მეორე ჯგუფი პასუხისმგებელი იყო ვაჭრობისა და ტრანსპორტის ხელშეწყობის პროექტის განვითარებაზე. ორივე ჯგუფს დახმარებას უწევდნენ აშშ-სა და შEჩI-ს ცენტრის მრჩევლები. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ჩამოყალიბდა სუამ-ის სამომავლო თანამშრომლობის კონცეფცია, რომელიც გულისხმობს სამოქმედო გეგმების განხორციელებას.
2004 წლის შეხვედრამ სტამბულში და პროექტებში გარკევეული ცვლილებების შეტანამ ბიძგი მისცა აღნიშნული პროექტების განხორციელების საწყის ეტაპს. პროექტის მთავარი ელემენტებია:
- ვაჭრობისა და ტრანსპორტის ხელშეწყობის პროექტი (თთFP) , რომელიც კოორდინირებულია უკრაინის მიერ;
- ვირტუალური სამართალდამცავი ცენტრი (VLEჩ) და ცენტრთან დაკავშირებული უსაფრთხო (დაშიფრული) საინფორმაციო საკომუნიკაციო ქსელი, რომლის კოორდინირებასაც უზრუნველყოფს აზერბაიჯანი;
- სუამ-ის საინფორმაციო ოფისის შექმნა უკრაინაში;
- კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით პარლამენტთაშორისი ჯგუფის შექმნა.
2005 წლის კიშინიოვის სამიტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა სუამ-ის თანამშრომლობის მნიშვნელობა და მოითხოვა პროექტის პრაქტიკული განხორციელება. შეერთებული შტატების დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის ვალდებულება, რომ გაეგრძელებინათ დახმარება და ჩამოეყალიბებინათ ევრო-ატლანტიკური მრჩეველთა ჯგუფი (EAAთ) , რაც შეთანხმებულია აშშ-სუამ-ის ჩარჩო ხელშეკრულებით.
აღსანიშნავია, რომ 2006 წელს სუამ-ის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილ იქნა წესდება, რომლის თანახმადაც გაერთიანება სუამ-ი გარდაიქმნა საერთაშორისო რეგიონალურ ორგანიზაციად _ 'ორგანიზაცია დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისათვის _ სუამ-ი~ და გახდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. ახალი წესდების მიხედვით სუამ-ის ორგანიზაციული სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება.
2007 წლის სუამ-ის მორიგი სამიტის ფარგლებში (18-19 მაისი, ბაქო) გაიმართა დარგობრივი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. შეხვედრაზე რომელზეც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა დარგობრივი თანამშრომოლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა და შეთანხმებულ იქნა დარგობრივი თანამშრომლობის სტრატეგიის საბოლოო ვარიანტი, რომელიც მოგვიანებით მიღებულ იქნა ქვეყნების მეთაურების მიერ.
სტრატეგიის იმ ნაწილში, რომელიც ეხება სამართალდამცავ ბლოკს, ყურადღება იქნა გამახვილებული კანონმდებლობის სრულყოფასა და ჰარმონიზაციაზე, სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის სრულყოფისათვის პროექტების შემუშავებაზე, ასევე თანამშრომლობის ანალიტიკური ასპექტის განვითარებაზე.
სტრატეგიაში ასევე აღინიშნა, რომ ტრანსასაზღვრო დანასაულთან ბრძოლის სფეროში აუცილებელია თანამშრომლობის განვითარება სხვა რეგიონალურ ორგანიზაციებთან. როგორებიცაა: გაეროს კონტრტერორისტული კომიტეტი, ეუთო, ინტერპოლი, ევროპოლი, სეკი...
სუამ-ის მესამე სამიტის ფარგლებში, რომელიც გაიმართა ქ. ბათუმში 2008 წლის 1 ივლისს, გამართულ სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოზე დამტკიცდა სუამ-აშშ-ის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროექტები ნარკოტიკების გავრცელების, ადამიანებით ვაჭრობისა და არალეგალური მიგრაციის, ასევე სუამ-ის სახელმწიფოთაშორისი საინფორმაციო ანალიტიკური სისტემის მოდერნიზაციის საკითხებზე. სამიტის პლენარულ სხდომაზე, ერთი წლის ვადით, სუამ-ის თავმჯდომარეობა აზერბაიჯანის მხრიდან ოფიციალურად გადაეცა საქართველოს მხარეს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2009 წლის 3-4 მარტს სუამ-ის სამდივნოში გამართული სუამ-ის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკების უკანონო გავრცელებისა და სხვა სახის საშიში დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფის 11-ე შეხვედრაზე მოლდავეთის მხრიდან საქართველოს გადმოეცა 2009-2010 წლებში აღნიშნული სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეობა.
სამიტის ფარგლებში ჩატარებულ სხვადასხვა დონის შეხვედრებზე შეთანხმდა, მიიღეს და ხელი მოაწერეს შემდეგ დოკუმენტებს: 1. ბათუმის სამიტის დეკლარაცია; 2. ბათუმის სამიტის კომუნიკე; 3. სუამ-ის სახელმწიფო მეთაურთა განცხადება სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე; 4. სუამ-ში აზერბაიჯანის თავმჯდომარეობის ანგარიში; 5. სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობის პროგრამა; 6. სუამ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს (აშშ, იაპონია, პოლონეთი, ჩეხეთი) შორის გამართული შეხვედრების ერთობლივი განცხადებები; 7. ურთიერთგაგების მემორანდუმი სუამ-სა და საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირს შორის და ასევე სუამ-ის ფუნქციონირებასა და განვითარებასთან დაკავშირებულ რამდენიმე გადაწყვეტილებას.
სამიტის ფარგლებში ასევე გაიმართა დარგობრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაც რეგიონში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: შინაგან საქმეთა, უშუშროების, საგანგებო სიტუაციების, გენერალური პროკურატურის, სასაზღვრო და საბაჭო უწყებების მინისტრებმა და ხელმძღვანელებმა. შეხვედრაზე განხილულ იქნა დარგორბივი თანამშრომლობის სტრატეგიის რეალიზაციის საკითხი და აღნიშნეს, რომ სამართალდამცავი და სხვა კომპეტენტური ორგანოების ძალისხმევის კონცენტრაცია საჭიროა მოხდეს სუამ-ის სატრანსპორტო კორიდორის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
2009 წლის 10 აპრილს სუამ-ის სამართალდამცავ ცენტრებს შორის გაიმართა პირველი ვიდეოკონფერენცია, რომელზეც მხარეებმა საბოლოოდ შეათანხმეს ინფორმაციის კრიფტოგრაფიული დაშიფრვის აპარატურისადმი მოთხოვნები და ოთხივე ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შეთანხმდნენ რომ აღნიშნული აპარტურა საკმარისია სერტიფიცირებული იყო თუნდაც ერთ ქვეყანაში.
2009 წლის 8 ოქტომბერს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა მორიგი შეხვედრა. უკრაინის მიერ შემოთავაზებული იყო ინფორმაციის კრიფტოგრაფიული დაშიფრის მოწყობილობა „პელენა". აღნიშნული მოწყობილობა ყველაზე მეტად იყო მისაღები ოთხივე ქვეყნისთვის. მხარეები შეთანხმდნენ რომ იგი აკმაყოფილებს ინფორმაციის დაცვისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. უკრაინის მხარე 2010 წლის იანვარ-თებერვალში ყველა საჭირო დოკუმენტაციას გადაუგზავნის წევრ-სახელმწიფოებს, რის შემდეგაც აღნიშნული მოწყობილობა აკრედიტაციას გაივლის ოთხივე ქვეყანაში, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება უკრაინულ მხარეს.
2009 წლის 11-12 ნოემბერს თბილისში გაიმართა სუამ-ის ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და დანაშაულის სხვა საშიშ სახეებთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის სხდომა. სხდომაში მონაწილებოა მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გ. ლორთქიფანიძემ (სხდომის თავმჯდომარე), აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვ.ეივაზოვმა, სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ვ. ჩეჩელაშვილმა და სუამ-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა.
მხარეებმა მოისმინეს და დაამტკიცეს ანგარიში სუამ-ის ფარგლებში 2009 წელს გაწეული ღონისძიებების შესახებ.
მხარეებმა მოისმინეს ინფორმაცია სუამ-ის სამუშაო ქვეჯგუფების მიერ გაწეული საქმოანობის შესახებ და დაამტკიცეს 2010 წლის ორგანიზაციულ-პრაქტიკული ღონისძიებების გეგმა.
2010 წლის 11-12 მარტს ქ.კიევში, სუამ-ის სამდივნოში, საქართველოს თავმჯდომარეობით გაიმართა სუამ-ის წევრი სახელმწიფოების ექსპერტთა შეხვედრა ინფორმაციის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშულ სხდომაში მონაწილეობა ასევე მიიღეს უკრაინის საექსპორტო და საბაჟო კონტროლის დაინტერესებულმა სამსახურებმა და უკრაინაში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებმა.
მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია თუ რა მდგომარეობაა სუამ-ის წევრ სახელმწიფოების მთავრობებს შორის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის და დანაშაულის სხვა საშიშ სახეებთან ბრძოლის თანამშრომლობის სფეროში 2002 წლის 20 ივლისის პროტოკოლის რატიფიცირებასთან დაკავშირებით და შეათანხმეს სუამ-სა და კომპანია "ტრიტელ"-ს შორის ინფორმაციის კრიპტოგრაფიული დაცვის სისტემა "პელენა"-ს მიწოდების, პერსონალის მომზადების, ინსტალაციის და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის შეთანხმების პროექტი.
მხარეებმა განიხილეს წევრ სახელმწიფოებში ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული სისტემის დანერგვისა და ექსპლოატაციისათვის საჭირო პროცედურების შესრულების მდგომარეობა და შეათანხმეს ღონისძიებების გეგმა, რაც აუცილებელია სუამ-სა და კომპანია "ტრიტელ"-ს შორის ხელშეკრულების დადებისა და შესრულებისათვის.
მხარეებმა, "ეროვნული საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემების მოდერნიზაცი"-ის სუამ-აშშ ჩარჩო პროექტის ფაგლებში, გამოთქვეს მზადყოფნა, შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით, ხელი შეუწყონ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის IჩIთAP-ის რეგიონალური პროექტების ოფისს, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის მიწოდებაში. ამერიკული მხარის ინფორმაციით, აღჭურვილობის მიწოდება სავარაუდოდ მოხდება მიმდინარე წლის მაისის ბოლოს.
2010 წლის 5 ნოემბერს ქ.კიევში, სუამ-ის სამდივნოში, საქართველოს თავმჯდომარეობით გაიმართა ინფორმაციის დაცვის საკითხებზე სუამ-ის წევრი ქვეყნების ექსპერტთა სხდომა. მხარეებმა განიხილეს სუამ-აშშ ჩარჩო პროექტის "ეროვნული საინფორმაციო ანალიტიკური სისტემების მოდერნიზაცი"-ის შესრულების მდგომარეობა, გაცვალეს ინფორმაცია მიღებული ტექნიკური საშუალებების დამონტაჟებისა და ექსპლოატაციის თაობაზე.
მხარეებმა განიხილეს ინფორმაციის კრიპტოგრაფიული დაშიფვრის სისტემა "პელენა"-ს ტექნიკური პერსონალის მომზადების, დამონტაჟების და ტექნიკური უზრუნველყოფისათვის არსებული სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა და შეათანხმეს კორექტირებული სამოქმედო გეგმა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ქართულმა მხარემ პირველმა შეასრულა სამოქმედო გეგმის ყველა მოთხოვნა რაც განსაზღვრული იყო 2010 წელს.
ექსპერტებმა გადაწყვიტეს მომავალი შეხვედრის ჩატარება საქართველოში. შეხვედრის თარიღი შეთანხმდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.
2010 წლის 8-10 დეკემბერს ქ.კიევში, სუამ-ის სამდივნოში გაიმართა ტერორიზმთან, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან, ნარკოტიკების უკანონო გავრცელებისა და დანაშაულის სხვა საშიშ სახეებთან ბრძოლის სუამ-ის სამუშაო ჯგუფის მე-13 სხდომა. აღნიშნულ სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, პოლიციის კაპიტანმა ზვიად თავართქილაძემ (სხდომის თავმჯდომარე), აზერბაიჯანის შს სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსმა, პოლიციის გენერალ-მაიორმა სახიბ მირზაევმა, მოლდოვას რესპუბლიკის დროებითმა რწმუნებულმა უკრაინაში ნიკოლაი მინიამ, უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ხიმეიმ, სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ვალერი ჩეჩელაშვილმა და სუამ-ის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი და სხვა კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებმა.
სამუშაო ჯგუფმა მიიღო ანგარიში სუამ-ის ფარგლებში 2010 წელს ჩატარებული სამუშაოების შესახებ. სამუშაო ჯგუფმა აღნიშნა სუამ-აშშ ჩარჩო პროექტის "სუამ-ის ეროვნული საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემების" მე-2 ეტაპის წარმატებით დასრულება და დაავალა წევრ ქვეყნებს ექსპლოატაციის პერიოდში სათანადოდ უზუნველყონ მიღებული აღჭურვილობის გამართული ტექნიკური მუშაობა, ასევე 2011 წლის 31 იანვრამდე უზრუნველყონ მიღებული და დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების შემოწმება.
სამუშაო ჯგუფმა განიხილა და შეათანხმა სუამ-ის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისათვის ტრეინინგების და გადამზადების გეგმა და დაავალა მხარეებს, 2011 წლის 28 თებერვლამდე, სუამ-ის სამდივნოში გაგზავნონ დაზუსტებები და დამატებები აღნიშნულ გეგმასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს მისი განხილვა სამუშაო ჯგუფის შემდგომ სხდომაზე.
სამუშაო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2011-2012 წლების პერიოდში შეიქმნას სტატისტიკის შესახებ სუამ-ის სამუშაო ქვეჯგუფი.
სამუშაო ჯგუფმა მოიწონა 2011 წლის ორგანიზაციულ-პრაქტიკული ღონისძიებების გეგმა და სთხოვა ქართულ მხარეს შეასრულოს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის ფუნქცია მანამდე, სანამ ეროვნულ კოორდინატორთა საბჭოს სხდომაზე არ მოხდება ახალი კანდიდატურის შეთანხმება.
2011 წლის 30 ივნისს, ქ.კიევში, სუამ-ის სამდივნოში გაიმართა შეხვედრა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (OECD) და სუამ-ის სამდივნოს შორის, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროექტის განხორციელებას, რომელიც ეხება აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის დაფინანსებით სემინარების ჩატარებას კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში დანაშაულობების გამოვლენის, გამოძიების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ქართული მხარის მიერ აღინიშნა აღნიშნული პროექტის განხორციელების მნიშვნელობა. OECD-ის წარმომადგენლები დაინტერესდნენ თანამშრომლობის გაღრმავებით სუამ-თან, განსაკუთრებით კი კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ქვეჯგუფთან. აღნიშნულიდან გამომდინარე OEჩD-ის წარმომადგენლებმა სუამ-ის კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ქვეჯგუფი მიიწვიეს პარიზში, სადაც 27-30 სექტემბერს დაგეგმილია ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ანტი-კორუფციული საბჭოს სხდომის ჩატარება.
2011 წლის 1 ივლისს ქ.კიევში, სუამ-ის სამდივნოში საქართველოს თავმჯდომარეობით გაიმართა სამართლებრივი სტატისტიკის საკითხებზე სამუშაო ქვეჯგუფის პირველი სხდომა, რომელიც შეიქმნა ტერორიზმთან, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან, ნარკოტიკების უკანონო გავრცელებისა და დანაშაულის სხვა საშიშ სახეებთან ბრძოლის სუამ-ის სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლა სუამ-ის წევრ სახელმწიფოებს შორის მათი შემდგომი დამუშავებისა და ანალიზისათვის. მხარეებმა განიხილეს სამუშაო ქვეჯგუფის საქმიანობის მიზნები და გაცვალეს ინფორმაცია წევრ სახელმწიფოებში არსებულ სტატისტიკის საინფორმაციო სისტემების მუშაობისა და სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვების მეთოდოლოგიის შესახებ. მხარეებმა აღნიშნეს ქართული მხარის მიერ მომზადებული პრეზენტაციების ძალიან მაღალი დონე, რომელიც ეხებოდა 2010 წელს საქართველოში დამნაშავეობის სტატისტიკას და 2002-2009 წლებში სუამ-ის წევრ-სახელმწიფოებში დამნაშავეობის სტატისტიკას. მოხდა აღნიშნული დოკუმენტების გახილვა დელეგაციების მიერ.
მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები შემდეგი დოკუმენტების დროებით მაკეტებთან დაკავშირებით: "სუამ-ის საინფორმაციო ბიულეტენი. იურიდიული სტატისტიკა" და კვარტალური და ყოველწლიური სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლის ფორმასთან დაკავშირებით. დელეგაციებმა გამოთქვეს მოსაზრებები, რომ აუცილებელია აღნიშნული დოკუმენტების დამატებით შესწავლა, მათში შესაბამისი შესწორებებისა და დამატებების შეტანის მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეებს დაევალათ შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები დოკუმენტების პროექტებთან დაკავშირებით გაეგზავნოს სუამ-ის სამდივნოს მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ქვეჯგუფის სხდომები ჩატარდეს ყოველწლიურად, რათა მოხდეს შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა და ანალიზი, დანაშაულის დინამიკისა და ტენდენციების განხილვა და იმ დანაშაულობების გამოვლენა რომელთა წინააღმდეგ ბრძოლასაც უნდა დაეთმოს განსაკუთრებული მნიშვნელობა.