ხორციელდება სუამ-ი/სეკი-ს (სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის ინიციატივა) ერთობლივი ღონისძიებები ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ. სუამ-ის ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო 2006 წლის 11 მაისს ქ. ბუქარესტში, ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სეკი-ის რეგიონალურ ცენტრის ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფის მე-11 სხდომაში, რომელზეც დაიგეგმა სეკი/სუამ-ის ერთობლივი ღონისძიებები. სამუშაო ჯგუფის მე-11 შეხვედრის ოქმის თანახმად, ოპერაცია "დაკავება V" , რომელიც მოიცავდა 2006 წ. 9 ივლისიდან 16 ივლისამდე პერიოდს, გულისხმობდა სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებას, რისთვისაც შერჩეულ იქნა ლაგოდეხის (საქართველო-აზერბაიჯანი), წითელი ხიდის (საქართველო-აზერბაიჯანი), სარფისა (საქართველო-თურქეთი) და ფოთის (საზღვაო პორტი) სასაზღვრო-გამშვები პუნქტები. ოპერაციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს შს სამინისტროს სუამ-ის ეროვნულმა სამართალდამცავმა ცენტრმა, სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა, ხოლო კონტროლის განხორციელება დაევალა შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას. ოპერაცია "დაკავება V"-ის მსვლელობისას, გატარებული ერთობლივი ღონისძიებების შედეგად, საეჭვო სახის სატრანსპორტო საშუალებების, ნარკოტიკული ნივთიერებების, იარაღის, საბრძოლო მასალების და სხვა აკრძალული საქონლის გატანა-შემოტანის ფაქტები საქართველოში არ დაფიქსირებულა.
2007 წლის 01-06 ოქტომბერს ჩატარდა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სეკი-ის რეგიონალური ცენტრის ოპერაცია "LOGO" სინთეტიკურ ნარკოტიკებთან დაკავშირებით. აღნიშნული ოპერაციების ფარგლებში, საქართველოს სასაზღვრო პუნქტებზე გაძლიერებული კონტროლისთვის შერჩეული იქნა შემდეგი სასაზღვრო-გამშვები პუნქტები: ლაგოდეხი (აზერბაიჯანი-საქართველო), წითელი ხიდი (აზერბაიჯანი-საქართველო), სარფი (თურქეთი-საქართველო), ფოთის პორტი (საზღვაო), თბილისისა და ბათუმის აეროპორტები.
წინამოსამზადებელი სამუშაობისა და ოპერაციების კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, ოპერაციების დაწყებამდე, მ/წ 26 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდა შს სამინისტროს ადმინისტრაციის სუამ-ის სამართალდამცავი ცენტრის თანამშრომელთა ვიზიტი ზემოაღნიშნულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე. შესაბამისად, პასუხისმგებელ პირებს ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი ოპერაციების მიზნების, შესამოწმებელი სატრანსპორტო საშუალებების, შესაძლო სამალავების და ოპერაციებთან დაკავშირებული სხვადასხვა დეტალების შესახებ.
სეკი-ის რეგიონალური ცენტრის ოპერაცია "LOGO"-ს პერიოდში, საქართველოში სინთეტიკური ნარკოტიკების (ექსტაზი, კაპტაგონი და ა.შ.) კონტრაბანდის ფაქტები არ დაფიქსირებულა.
ოპერაციებში 'დაკავება "V" და "LOGO" მონაწილეობით საქართველოს შს სამინისტრომ გამოხატა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ერთობლივ ღონისძიებებს სეკი/სუამ-ის თანამშრომლობის ფარგლებში და ამგვარად თავისი წვლილი შეიტანოს ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის საქმეში.
2006 წლის 7 დეკემბერს თურქეთში, ქ. სტამბულში გაიმართა სეკი/სუამ-ის (სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის ინიციატივა) ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფის მე-3 შეხვედრა. თურქეთის მხარე კოორდინაციას უწევს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სეკი-ის ქვეყნებს.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა:
- ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული ეროვნული კანონმდებლობები და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა;
- ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სადაზვერვო და სამართალდამცავი სამსახურების (მათ შორის საბაჟო და სასაზღვრო პოლიცია) თანამშრომლობა.
შეხვედრას თავმჯდომარეობდა სეკი-ის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ბ-ნი ალექსანდრუ იონაში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სეკი/სუამ-ის ქვეყნების, ასევე ევროპოლის, ნატო-ს, UNMIK-ის, შტაბილიტყ Pაცტ-ის წარმომადგენლებმა.
შეხვედრის მონაწილეების მიერ წარმოდგენილ იქნა პრეზენტაციები ტერორიზმის კუთხით სეკი/სუამი-ის ქვეყნებში არსებული მდგომარეობის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზირებული სამსახურების, მათი ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების, საერთაშორისო და უწყებრივი თანამშომლობის შესახებ.
შეხვედრის დღის განრიგით გათვალისწინებული საქართველოს წარმომადგენლის გამოსვლისას, წარმოდგენილ იქნა საქართველოს შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრი, მისი ფუნქციები, ცენტრის სტატისტიკა, ცენტრის საერთაშორისო თანამშრომლობა, ასევე ტერორიზმის სფეროში საქართველოს მიერ რატიფიცირებული კონვენციები. ასევე სხდომის მონაწილეებს მოხსენდა საქართველოს შს სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში უახლოეს მომავალში კანონის მიღების თაობაზე. სხდომის მონაწილეები გაეცვნენ ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში სუამ-ის სამართალდამცავი თანამშომლობის ასპექტებს და პრიორიტეტებს.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე აღინიშნა სუამ-ის ქვეყნების ძალისხმევა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, რაც დადებითად შეფასდა სეკი-ის წარმომადგენლების მიერ. ასევე აღინიშნა, რომ სუამ-ის ქვეყნების სამართალდამცავი სამსახურები აქტიურად მონაწილეობენ ერთობლივ ღონისძიებებში, მათი მხრიდან არის ნება გაიზიარონ სეკი-ისა და ევროპოლის მუშაობის პრაქტიკა და გამოითქვა მოსაზრება სუამ-ის სამართალდამცავმა სამსახურებმა კვლავ აქტიური მონაწილეობა მიიღონ სეკი-ის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში.
შეხვედრის დასასრულს მიღებულ იქნა შემდეგი რეკომენდაციები, რომ სეკი-ის ცენტრმა უზრუნველყოს:
- ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის სფეროში რეგიონში არსებული მდგომარეობის სტრატეგიული შეფასება;
- ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის სფეროში მოწინავე გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობა;
- ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სადაზვერვო და სამართალდამცავი სამსახურების (მათ შორის საბაჟო და სასაზღვრო პოლიცია) თანამშრომლობის გაძლიერება;
- ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის სფეროში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საფრთხეების წინასწარი გამოვლენის მექანიზმის შექმნა;
- იმ ტერორისტული აქტების ანალიზი, რომელთაც გააჩნიათ შესაძლო კავშირი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან;
- ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის მიმართულებით სწავლება-სემინარების ორგანიზება;
- რეგიონალური საფრთხეების და რისკის ანალიზი;
- ინტერპოლთან, ევროპოლთან, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან, გფბ-სთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით თანამშრომლობის გაღრმავება;
- საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისას ქვეყნებს შორის უსაფრთხო საკომუნიკაციო ქსელის სრულყოფა;
- SEEPAG-თან (სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფთან) თანამშოროლობა;
- ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე წევრ ქვეყნებში საკონტაქტო პირების ქსელის შექმნა;
- ინფორმაციის გაცვლისათვის სეკი-ის ცენტრის საკომუნიკაციო სისტემის გამოყენება.