ოპერაცია "ჰარმონია 2006"
ოპერაცია "ჰარმონია 2006"-ის განხორციელებისას, ზემოხსენებულ ამოღებებთან დაკავშირებით, საქართველოში დაკავებულ იქნა 87 დამნაშავე, მათ შორის 11 ქალი. დარჩენილი 76 მამაკაციდან 33% ანუ 26 ადამიანი აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეა. ამ პირთა უმრავლესობა დაკავებულ იქნა მარნეულის რაიონში. ეს ფაქტი კრიმინალური დაჯგუფებების კავშირებზე მიუთითებს და საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ღონისძიებების (გამოძიების) შესაძლებლობას ქმნის. დაკავებული მოქალაქეებიდან ყველა საქართველოს მოქალაქეა, გარდა ერთი აზერბაიჯანელისა, რომლისგანაც ამოღებულ იქნა 1,976 კგ. ჰეროინი (2006 წლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამოღება). დამნაშავეთა 45%-ის ასაკი 30-40 წელია, ხოლო 30%-ის 40-50 წელი.
ოპერაცია "ნარკოსტოპ 1"
2007 წლის 02-04 ოქტომბერს ჩატარდა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სუამ-ის ქვეყნების ერთობლივი ოპერაცია НАРКОСТОП-1. ოპერაციის მსვლელობისას საქართველოს სასაზღვრო პუნქტებზე გაძლიერებული კონტროლისთვის შერჩეული იქნა შემდეგი სასაზღვრო-გამშვები პუნქტები: ლაგოდეხი (აზერბაიჯანი-საქართველო), წითელი ხიდი (აზერბაიჯანი-საქართველო), სარფი (თურქეთი-საქართველო), ფოთის პორტი (საზღვაო), თბილისისა და ბათუმის აეროპორტები.
ოპერაცია НАРКОСТОП-1 მსვლელობისას, ქვეყნის ტერიტორიაზე ნარკოტიკების მცირე რაოდენობით შემოტანის ფაქტები დაფიქსირდა:
1. ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე _ 2,41 გრ. ჰეროინი (01.10.2007);
2. სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე _ 7,205 გრ. ჰეროინი (02.10.2007);
3. სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე _ 4,15 ოპიუმი (02.10.2007);
4. მსხვილი ამოღება დაფიქსირდა თბილისში _ 40,11 გრ. ჰეროინი (03.10.2007).
ოპერაცია "ნარკოსტოპ 2"
2008 წლის 14-18 მარტს ჩატარდა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სუამ-ის ქვეყნების ერთობლივი ოპერაცია НАРКОСТОП-2. აღნიშნულ ოპერაციაში მონაწილეობას ღებულობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგი დანაყოფები: სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი, სასაზღვრო პოლიცია, საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტი და ადმინისტრაციის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო. ოპერაციის მსვლელობისას საქართველოს შსს-ს მიერ სულ გატარებულ იქნა 78 ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება. შედეგად დაკავებულ იქნა 8 ნარკორელიზატორი, რომელთა მიმართაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ნარკოტიკების მოხმარებისთვის 43 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი, ხოლო 15 პირის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება.
სულ ოპეარაციის პერიოდში ამოღებულ იქნა: 70 აბი სუბუტექსი, 0,8437 გრ. სუბუტექსის ფხვნილი, 2 კგ. და 120,38205 გრ. ჰეროინი, მეტადონის ფხვნილი 3,1066 და 6 ამპულა მორფინი. აქედან აღსანიშნავია ერთი ფაქტი, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა ბოლნისის რაიონის სოფელ ჭაპალაში დააკავეს იზამატ ვეის ოღლი აბასოვო, რომელსაც პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა 7,60175 გრამი ჰეროინი, ხოლო ბინის ჩხრეკისას 2 კილოგრამი ჰეროინი.
ოპერაციის მსვლელობისას ნარკოტიკების უმრავლესობა ამოღებულია საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას და ასევე პირადი ჩხრეკისას, მაგრამ დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, როდესაც ერთერთმა ნარკორეალიზატორმა მიუთითა სამალავზე, რომლის ადგილმდებარეობაც იყო სასაფლაოზე.
ორივე ოპერაციის მსვლელობისას სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლა ხდებოდა სამუშაო ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებული შემდეგი ფორმის მეშვეობით
ოპერაცია "ნარკოსტოპ 3"
2008 წლის 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა ოპერაცია "ნარკოსტოპ 3". საქართველოს ფარგლებში აღნიშნულ ოპერაციაში მონაწილეობას ღებულობდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო კონტროლის დეპარტამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგი დანაყოფები: სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი, სასაზღვრო პოლიცია, საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტი და ადმინისტრაცია. ოპერაციის მსვლელობისას საქართველოს შსს-ს მიერ სულ გატარებულ იქნა 309 ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება. შედეგად დაკავებულ იქნა ნარკორელიზატორთა 4 ორგანიზებული ჯგუფი, რომელთა მიმართაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. ნარკოტიკების მოხმარებისთვის 150 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი, ხოლო 60 პირის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება. სასაზღვრო პოლიციის მიერ ოპერაციისთვის შერჩეულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე (აეროპორტი თბილისი, პოთის პორტი, სარფი, წითელი ხიდი, ლაგოდეხი, გუგუთი) ნარკოტიკების კონტრაბანდა არ დაფიქსირებულა.
სულ ოპეარაციის პერიოდში ამოღებულ იქნა: 37 აბი სუბუტექსი, 0.01058 გრ. სუბუტექსის ფხვნილი, 131.01193 გრ. ჰეროინი, 0.0212 გრ. მეტადონის ფხვნილი, 0.953 გრ. ეფედრინი და 0.85 გრ. მეთამფეტამინი.
ოპერაციის მსვლელობისას ნარკოტიკების უმრავლესობა ამოღებულია საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას და ასევე პირადი ჩხრეკისას.
ოპერაციის მსვლელობისას გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკავებულ იქნა ნარკორეალიზატორთა რამდენიმე ორგანიზებული ჯგუფი.
ოპერაცია "ნარკოსტოპ 2009"
ა.წ. 22 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით ჩატარდა ოპერაცია "ნარკოსტოპ 2009". აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების შესაბამისი დანაყოფები. იგი განხორციელდა წინასწარ შერჩეულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე. სუამ-ის წევრმა სახელმწიფოებმა აზერბაიჯანულ მხარეს, როგორც აღნიშნული ოპერაციის კოორდინატორ ქვეყანას გადასცეს ინფორმაცია ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ინფორმაციის შეჯამების შედეგად მიღებულ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია: ოპერაციის მსვლელობისას საქართველოს შსს-ს მიერ სულ გატარებულ იქნა 122 ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება. შედეგად ნარკოტიკების მოხმარებისთვის 69 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი, ხოლო 69 პირის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ნარკოტიკების კონტრაბანდა არ დაფიქსირებულა.
ოპერაცია "ნარკოსტოპი 2010"
2010 წლის 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით სუამ-ის ფარგლებში, ნარკოტიკების უკანონო გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ჩატარდა ერთობლივი ოპერაცია "ნარკოსტოპი 2010". აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სუამ-ის წევრი ქვეყნების შესაბამისი დანაყოფები. Iგი განხორციელდა წინასწარ შერჩეულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე.
ოპერაციის მსვლელობისას საქართველოს შს სამინისტროს მიერ განხორციელდა 1223 ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება. 732 ადამიანს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი, ხოლო 491 პიროვნების მიმართ აღიძრეა სისხლის სამართლის საქმე. ოპერაციის მსვლელობისას ჯამში ამოღებულ იქნა 171 აბი სუბოტექსი, 63 გრ. ჰეროინი და 1.192 კგ. მარიხუანა.
ოპერაცია "ნარკოსტოპ 2011"
ასევე 2011 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდა ნარკოტიკების უკანონო გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სუამ-ის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ოპერაცია ,,ნარკოსტოპ 2011''-ი. აღნიშნულ ოპერაციაში მონაწილეობდნენ შსს-ს შემდეგ დანაყოფები: სპეციალური ოპერატული დეპარტამენტი; საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი; საერთშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოს სუამ-ის სამართალდამცავი ეროვნული ცენტრი (კოორდინატორი). აღნიშნულ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ფინასთა სამინისტროს ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტმაც.
ოპერაციის ფარგლებში გაძლიერდა კონტროლი შემდეგ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე: ქ. თბილისის და ქ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, სარფი, ვალე, ფოთის პორტი, ლაგოდეხი, წითელი ხიდი. ოპერაციის მსვლელობისას შს სამინისტროს მიერ გატარდა სულ 810 ოპერატიულ-სამძებრი ღონისძიება. 484 პირს დაეკისრა ადმნისტრაციული სახდელი, ხოლო 326 პირის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება.
ოპერაციის მსვლელობისას სასზღვრო გამშვებ პუნქტებზე ნარკოტიკების კონტრაბანდა დაფიქსირებული არ ყოფილა. დაკავებულ იქნა ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი საქართველოს.