112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

კორუფცია

აღსანიშნავია, რომ სუამ-ის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის და სხვა მძიმე სახის დანაშაულებთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის 2006 წლის 22 თებერვლის შეხვედრაზე საქართველომ აიღო ვალდებულება კოორდინაცია გაუკეთოს სუამ-ის სამართალდამცავ ორგანოთა ძალისხმევას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. საწყის ეტაპზე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სუამ-ის ფარგლებში სამართალდამცავ სისტემაში კორუფციასთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავება.

სუამ-ის სამუშაო ჯგუფის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის რეალიზაციის მიზნით, სუამ-ის ეროვნული ცენტრის ინიციატივის საფუძველზე გამოცემულ იქნა შს მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის #751 ბრძანება, რომლის თანახმადაც საქართველოს შს სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: სუამ-ის ეროვნული ცენტრი, შს სამინისტროს ადმინისტრაციის საერთაშორისო სამართლებრივი განყოფილება, გენ. ინსპექცია, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი და სასაზღვრო პოლიცია. შს მინისტრის ბრძანებით სამუშაო ჯგუფს დაევალა სუამ-ის ფარგლებში ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი მასალების მომზადება და სუამ-ის ფარგლებში ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება.

2006 წლის 6-7 ივლისს, აღნიშნულმა სამუშაო ჯგუფმა, ევრო-ატლანტიკური მრჩეველთა ჯგუფის ექსპერტებთან ერთად, უზრუნველყო სუამ-ის ანტიკორუფციული კონფერენციის ჩატარება, რომელიც მიეძღვნა თემას 'კორუფციასთან ბრძოლა სამართალდამცავ სისტემაში~.

2009 წლის 16 ივნისს ქ.კიევში გაიმართა კორუფციასა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ქვეჯგუფის შეხვედრა. შემუშავდა წინადადებები ფულის გათეთრების წინააღმდეგ სუამ-აშშ-ს ახალი პროექტისათვის. აღნიშნულ შეხვედრაზე მიღებულ იქნა კონკრეტული გეგმა, რომლის განხორციელება იგეგმება 2009-2010 წლებში. სამუშაო ჯგუფმა მხედველობაში მიიღო უკრაინული მხარის მიერ წარმოდგენილი წინადადებები, რომელთა განხილვაც უნდა მოხდეს შემდგომ შეხვედრაზე და რომელიც ეხება უკრაინის ტეროტირიაზე სუამ-ის წევრი სახელმწიფოების იურიდიული პირების რეგისტრაციასთან არსებულ პრობლემებს.

2010 წლის 20-21 აპრილს ქ.კიევში, სუამ-ის სამდივნოში, საქართველოს თავმჯდომარეობით გაიმართა კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ქვეჯგუფის მე-2 სხდომა. აღნიშულ სხდომაში მონაწილეობა ასევე მიიღეს უკრაინაში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებმა.
სამუშაო ქვეჯგუფმა მოისმინა მხარეთა ინფორმაცია ოპერატიული მდგომარებისა და სუამ-ის წევრი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების მიერ კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მიზნების შესრულების შესახებ, გაცვალეს ინფორმაცია სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის ორმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის შესახებ. ასევე, საუბარი შეეხო წევრი სახელმწიფოების თანამშრომლობას სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის 10 ივნისამდე დააზუსტონ შესაბამისი ინფორმაცია.
სამუშაო ქვეჯგუფმა შეათანხმა წინადადებები და რეკომენდაციები, რომელიც შემოთავაზებულ იქნა ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OEჩD) მიერ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისათვის. აღნიშნული პროგრამის განხორციელება, სუამ-ის ფარგლებში იგეგმება აშშ-ს ფინანსური მხარდაჭერით და მისი მიზანია კორუფციისა და ფულის გათეთრების სფეროში არსებული დანაშაულობების გამოვლენისა და გამოძიების ეფექტურობის გაზრდა და კომპეტენტურ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება.

2010 წლის 28-29 ოქტომბერს ქ.კიევში, სუამ-ის სამდივნოში, საქართველოს თავმჯდომარეობით გაიმართა კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სუამ-ის სამუშაო ქვეჯგუფის მე-3 სხდომა. სამუშაო ქვეჯგუფმა მოისმინა ანგარიში 2010 წელს ჩატარებული სამუშაოების შესახებ და მხარეთა ინფორმაცია ოპერატიული მდგომარებისა და სუამ-ის წევრი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების მიერ კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მიზნების შესრულების შესახებ.

სამუშაო ჯგუფმა მოუწოდა მხარეებს უფრო აქტიურად მოხდეს სპეციალისტებისა და სტაჟიორების ურთიერთგაცვლა შესაბამისი სახელმწიფოების გამოცდილების შესასწავლად, როგორც საბიუჯეტო სახსრებით, ისე არასაბიუჯეტო და საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით.

ქვეჯგუფმა მოისმინა ინფორმაცია მხარეთა მზადყოფნის შესახებ სუამ-აშშ პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით (აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OECD) და მოუწოდა მხარეებს დაიწყოს დელეგაციების ფორმირება პროექტში მონაწილეობისათვის.

სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა, რომ 2011-2012 წლებში საქართველო კვლავ დარჩება როგორც კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ქვეჯგუფის ქვეყანა-კოორდინატორი.

2011 წლის 26-27 მაისს ქ.კიევში, სუამ-ის სამდივნოში, საქართველოს თავმჯდომარეობით და უკრაინაში აშშ-ს საელჩოსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სუამ-ის სამუშაო ქვეჯგუფის მე-4 სხდომა.

ქვეჯგუფმა მოისმინა ინფორმაცია მხარეთა მზადყოფნის შესახებ სუამ-აშშ პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სემინარების ჩატარებას კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში დანაშაულობების გამოვლენის, გამოძიების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ზემოაღნიშნული სემინარის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაიმართოს მიმდინარე წლის 28-30 ივნისს სუამ-ის წევრი ქვეყნების ექსპერტების მონაწილეობით შემდეგ თემაზე: "კორუფციის სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიება: ფინანსური გამოძიება და მათი კავშირი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ჩადენილ დანაშაულობებთან".

მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესახებ კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.

სამუშაო ჯგუფმა ხაზი გაუსვა სუამ-ის წევრი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს შორის ინფორმაციის ყოველკვარტალური გაცვლის მნიშვნელობას შეთანხმებული ფორმის მიხედვით.

სამუშაო ჯგუფმა განიხილა ინფორმაციის რეგულარული გაცვლის საკითხი კომპეტენტურ ორგანოებს შორის და დაავალა მხარეებს მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გაცვალონ ინფორმაცია შესაბამისი ფორმის მიხედვით.

2011 წლის 22-23 სექტემბერს, ქ.კიევში ქ.კეივში, სუამ-ის სამდივნოში ჩატარდა კორუფციასა და ფულის გატეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე სუამ-ის სამუშაო ქვეჯგუფის მე-5 სხდომა. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია და გამოთქვეს მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სემინარების ჩატარებას, რომელსაც უზრუნველყოფს OEჩD აშშ-ს ფინანსური მხადაჭერით. მხარეებმა განიხილეს და შეათანხმეს აღნიშნული პროექტის სამოქმედო გეგმა.

მხარეებმა განიხილეს ასევე ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ერთობლივი პროექტი, რომელსაც ახორციელებს UNODჩ აშშ-ს ფინანსური მხადაჭერით. მხარეებმა მთლიანობაში მოიწონეს აღნიშნული პროექტის კონცეფცია.