112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

ინფორმაცია შს სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარი სამმართველოს სუამ-ის სამართალდამცავი ცენტრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მიმართულებების მიხედვით

2009 წლისთვის სუამ-ის ეროვნული სამართალდამცავი ცენტრის ორგანიზაციულ-პრაქტიკული ღონისძიებების საფუძველს წარმოადგენს ტერორიზმის, ორგანიზებული დამნაშავეობისა და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სუამ-ის სამუშაო ჯგუფის 2009 წლის 3-4 მარტის სხდომა, რომელზეც დამტიკიცებულ იქნა 2009-2010 წლების სამუშაო გეგმა და განისაზღვრა სამუშაო ქვეჯგუფები და სუამ-ის თითოეული ქვეყნის ვალდებულება დანაშაულის კონკრეტულ სფეროში სამუშაო ქვეჯგუფის ერთობლივი ღონისძიებების კოორდინაციაზე:

1. კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ სამუშაო ქვეჯგუფი - საქართველო

2. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ქვეჯგუფი- აზარბაიჯანის რესპუბლიკა

3. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ქვეჯგუფი - აზერბაიჯანის რესპუბლიკა

4. ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ქვეჯგუფი - მოლდავეთის რესპუბლიკა

რამდენიმე წევრი სახელწიფოს მიერ დაკომპლექტებულ იქნა სამუშაო ჯგუფის შემადგენლობები,კონკრეტულად კი ქართულმა მხარემ დააკომპლექტა ყველა სამუშაო ქვეჯგუფის შემადგენლობა:

კორუფციისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ქვეჯგუფი;

ნარკოტიკების უკანონო გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ქვეჯგუფი;

ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ქვეჯგუფი;

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ქვეჯგუფი;