პროექტის ხანგრძლივობა: 2015-2017წწ
დაფინანსებულია: საქართველოში ააიპ “World Vision International”-ის ფილიალის მიერ
განმახორციელებელი პარტნიორები: ააიპ “World Vision International”-ის ფილიალი საქართველოში
პროექტის ზოგადი მიზანი:
- ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მუშაობის კოორდინირება და ეფექტური თანამშრომლობა
- ბავშვებისა და მათი ოჯახების უფლებების დაცვის გაუმჯობესება.
პროექტის კონკრეტული მიზნები::
- ბავშვთა უფლებებისა და მათი საუკეთესოინტერესების დაცვის მიზნით საქართველოს რეგიონებსა (კახეთი, სამცხე–ჯავახეთიდაიმერეთი) დაქ. თბილისში (გლდანი–ნაძალადევისტერიტორიაზე) ბავშვთა დაცვის მულტიდისციპლინური ჯგუფების ჩამოყალიბება;
- ბავშვთა დაცვის ჯგუფის საქმიანობის ხელშეწყობა
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების ეფექტიანად აღსრულების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები:
- ბავშვთა დაცვის ჯგუფების ჩამოყალიბება რეგიონში წარმოდგენილი სახელმწიფო, არასამათავრობო, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლების მონაწილეობით;
- ბავშვთა დაცვის ჯგუფის წევრების საჭიროებების განსაზღვრა და მათი შესაძლებლობების ზრდა ტრეინინგების გზით;
- ბავშვთა დაცვის ჯგუფის მიერ, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით დადგენილი მანდატის ფარგლებში შემთხვევის კოორდინირებული მართვა;
- ბავშვთა დაცვის ჯგუფისპ ერმანენტული შეხვედრები რეფერირების სისტემაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირების და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.