112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში

პროექტის ხანგრძლივობა: 28 თვე; 2015-2018

დაფინანსებულია: ევროკავშირის მიერ

განმახორციელებელი: საქართველოს შსს აკადემია

ბიუჯეტი: 300 000 ევრო

პროექტის ზოგადი მიზანი: ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და ოჯახში ძალადობისა და მისი შედეგების აღმოფხვრა საქართველოს ადამიანის უფლებების 2014-2020 სტრატეგიის (მიზანი 14) შესაბამისად.

პროექტის კონკრეტული მიზნები:

  • ძირეული მიზეზების აღმოფხვრისა და საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლის ხელშეწყობა
  • ინსტიტუციური სტრუქტურებისა და პოლიტიკის კოორდინაციის გაძლიერება
  • ჩართული მხარეების რეაგირების ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბება

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები:

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა საინფორმაციო სტრატეგიის ჩამოყალიბებაში, რომელიც გაითვალისწინებს ეთნიკურ უმცირესობათა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები დევნილების სპეციფიკასა და კულტურას
  • შსს-ს მხარდაჭერა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანიის შემუშავებასა და განხორციელებაში ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სატელევიზიო რგოლების, რადიო რგოლების და ინფორმაციული პრომო-მასალების გავრცელებით
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერა საქართველოს რეგიონებში თემატური შეხვედრების ჩატარებაში ადგილობრივი პოლიციის, პროკურორის ოფისის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სასამართლო და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობით, რათა განისაზღვროს კომპეტენციები და შეიქმნას თანამშრომლობის ქსელი
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა სამუშაო შეხვედრების/კონფერენციის ორგანიზებაში დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, რომლის მიზანიც იქნება სფეროში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება საკანონმდებლო და პრაქტიკულ დონეზე.
  • შსს–ს ხელშეწყობა, გაიზიაროს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება, სასწავლო ვიზიტების ორგანიზების გზით
  • შსს-ს ხელშეწყობა მაღალკვალიფიციური კვლევების ჩატარებაში გენდერული საკითხების მიმართულებით ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესასწავლისა და ანალიზის მიზნით
  • ელექტრონული ანალიტიკური რესურსის (ელექტრონული ბიბლიოთეკის) გამოწერა 2 წლის განმავლობაში - რათა ხელი შევუწყოთ ხარისხიან კვლევას და პროექტით გათვალისწინებული სფეროს შესახებ საუკეთესო ევროპული კვლევების სტანდარტის უზრუნველყოფას.
  • შსს თანამშრომლების (უბნის ინსპექტორების და პატრულების) ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის თემატიკაზე, მათი უნარების და შესაძლებლობების განვითარება და გაუმჯობესება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მოქმედი სამართლებრივი აქტების შესახებ.
  • შსს თანამშრომლების გადამზადება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებული სამართლებრივი მექანიზმების შესახებ