პროექტის ხანგრძლივობა: 42 თვე; 2013-2017
დაფინანსებულია: ევროკავშირის მიერ (აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის 2012 წლის პროგრამის (EaPIC) ფარგლებში)
განმახორციელებელი პარტნიორები: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM)
პროექტის ბიუჯეტი: 4.8 მილიონი ევრო
პროექტის ზოგადი მიზანი:
- საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის ინტეგრირებული მართვისა და მიგრაციის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებებისა და სამოქმედო გეგმების, განსაკუთრებით კი ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
- საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების ხელშეწყობა საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში.
პროექტის კონკრეტული მიზნები:
- შესაძლებლობების განვითარება საზღვრის ინტეგრირებული მართვის სფეროში- სპეციალიზებული აღჭურვილობების შესყიდვა;
- შესაძლებლობების განვითარება არალეგალური მიგრაციისა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულის, მათ შორის ადამიანებით ვაჭრობის შემცირების მიზნით;
- საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციისთვის საჭირო სტრატეგიების და პროგრამების მომზადების კუთხით;
- მიგრაციის მონაცემების მართვის უწყებათაშორისი სისტემის განვითარება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები:
- საზღვრის ინტეგრირებული მართვის უწყებათაშორისი სტრუქტურის გაძლიერების მიზნით ევროკავშირის ექსპერტების მიერ ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა;
- საზღვრის ინტეგრირებული მართვის სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განვითარების ხელშეწყობა;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკური აღჭურვა და პროგრამული უზრუნველყოფა ერთჯერადად;
- შესაძლებლობების განვითარება ყალბი დოკუმენტების შემოწმების სფეროში;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა საზღვართან დაკავშირებული რისკების მართვის სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბებაში;
- სასაზღვრო პოლიციის ხელშეწყობა ადამიანური რესურსების სფეროში პოლიტიკის განვითარების მიმართულებით;
- კიბერდანაშაულის გამოძიებისთვის საჭირო პროგრამული პაკეტების შეძენა;
- საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის ორმხრივი, საზღვრისპირა შეხვედრების ხელშეწყობა;
- საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა მისი საკონსულო ელექტრონული მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარებაში;
- ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობა არალეგალური მიგრაციის შეჩერების მიზნით ინფორმაციული სქემების განვითარებაში;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ხელშეწყობა ნარკოტიკული ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის სასწავლო მოდულების განვითარებაში;
- მობილურობის ცენტრის ხელშეწყობა დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციისთვის;
- მიზანმიმართული დახმარების უზრუნველყოფა რეადმისიის ფარგლებში დაბრუნებული მიგრანტებისთვის და სხვა დაბრუნებული პირებისთვის, რომლებიც მიეკუთვნებიან მოწყვლად ჯგუფებს;
- ერთიანი ეროვნული საიმიგრაციო მონაცემების სისტემის ეროვნულ დონეზე ამუშავება;
- დიასპორის გლობალური ქსელის ამოქმედება;
- ეროვნული აღწერის ჩატარება.