პროექტის ხანგრძლივობა: 2013–2015
დაფინანსებულია: ავსტრიის განვითარების სააგენტო, ლუდვიგ ბოლცმანის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი
განმახორციელებელი პარტნიორები: ავსტრიის კრიმინალური დაზვერვის სამსახური; ლუდვიგ ბოლცმანის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი
ბენეფიციარები: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ხორვატია, კოსოვო, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, უკრაინა
პროექტის ზოგადი მიზანი: კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა მიზნობრივ ქვეყნებში –ILECU-ს ქსელის გაფართოებითა და საერთო ევროპული სტანდარტების დანერგვით.
პროექტის კონკრეტული მიზნები: ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის მდგრადი განვითარება ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის განვითარება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები :
- ILECU–ს ხელმძღვანელების დამოუკიდებლობის შენარჩუნება და გაძლიერება პრეზიდენტების მიზნობრივი ქვეყნებიდან არჩევის გზით; სამხრეთ–აღმოსავლეთის პოლიციის ასოციაციის ქსელის მხარდაჭერა და თანამშრომლობის გაძლიერება.
- ILECU-ს თანამშრომლებისთვის ტრეინინგ-სისტემის შექმნა (საზაფხულო აკადემია)
- სამხრეთ–აღმოსავლეთის პოლიციის ასოციაციის (SEPCA) სამოქმედო გეგმის განვითარების მხარდაჭერა;
- საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის კოორდინაციის დანაყოფების (ILECUs) გეოგრაფიული გაფართოება მოლდოვვაში, საქართველოსა და უკრაინაში.