პროექტის ხანგრძლივობა: 26 თვე
განმახორციელებელი პარტნიორები: ICMPD, ლტოლვილთა დანიის საბჭო, ნიდერლანდები, პოლონეთი, შვეიცარია, ბულგარეთი, ევროპის საბჭო, ფინეთი, ჰააგის უნივერსიტეტი, პორტუგალია, სლოვაკეთი.
ზოგადი მიზნები: მიგრაციის მართვის სფეროში სამთავრობო უწყებების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა განავითარონ და განახორციელონ პარტნიორობა მობილურობისათვის საქართველოში.
კონკრეტული მიზნები:
- სამთავრობო სტრუქტურებსა და აკადემიაში მიგრაციის საკითხებზე ცნობიერების დონის ამაღლება;
- სამთავრობო სტრუქტურებისა და აკადემიის თანამშრომლობის ხელშეწყობა, რათა მოხდეს მიგრაციის პოლიტიკის შემამუშავებელი და განმახორციელებელი სტრუქტურების ანალიტიკური საჭიროებების დაკმაყოფილება;
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ძირითადი საქმიანობები:
- აკადემიის კურიკულუმის განვითარების მიზნით სამთავრობო უწყებებისა და აკადემიის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის დაარსება
- სამთავრობო სტრუქტურებისა და აკადემიის თანამშრომლობის ფორმის განსაზღვრა;
- საჭიროებების განსაზღვრა;
- სტაჟირება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრში (ICMPD);
- ინფორმაციის/გამოცდილების გაზიარება ტრეინინგებისა და სასწავლო ვიზიტების საშუალებით;
- ქართული მხარისთვის პროფესიული და აკადემიური კურიკულუმის შემუშავება მიგრაციის საკითხებზე;
- ტრენერების ტრეინინგზე სახელმძღვანელოს შემუშავება ქართული კონტექსტის შესაბამისად;
- ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა;
- საზაფხულო სკოლა და სტუდენტური სტაჟირება;
- მიგრაციის კურიკულუმის განვითარებზე აკადემიასა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის შემუშავება;
საქართველოს მხრიდან პროექტში ჩართული უწყებები:
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
- სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში;
- იუსტიციის სამინისტრო (სამოქალაქო რეესტრის სააგენტო);
- შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
- შინაგან საქმეთა სამინისტრო;
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.