პროექტის ხანგრძლივობა: 42 თვე; 2013-2017
დაფინანსებულია: ევროკავშირის მიერ
განმახორციელებელი მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD)
პროექტის ბიუჯეტი: 4.8 მილიონი ევრო
პროექტის ზოგადი მიზანი: მიგრაციის მართვის მექანიზმების გაძლიერება ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გემის (VLAP) შესაბამისად
პროექტის კონკრეტული მიზნები:
- საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების განვითარება კანონიერი მიგრაციის ორგანიზებისათვის და მიგრანტთა უფლებების დაცვის სისტემის ჩამოყალიბება;
- შესაძლებლობების განვითარება თანამდებობის პირთათვის, რათა მოხდეს კავშირების ანალიზი მიგრაციასა და სხვა ძირითად სექტორებს შორის;
- შესაძლებლობების განვითარება მიგრაციის მართვის სათანადო და რეალური სტრატეგიების განვითარებისთვის;
- მიგრაციის მონაცემთა შეგროვებისა და ორგანიზების მექანიზმების განვითარება, რომელიც მოიცავს მიგრაციის ყველა ასპექტს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები:
- I კომპონენტი: საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პლათფორმა/მმართველი ჯგუფის შეხვედრები, საწყისი ფაზის ბოლო ეტაპზე განახლებული კონფერენციის ჩატარება; მიგრაციის კონფერენცია მიგრაციის მართვასა და ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე საქართველოსა და სხვა ქვეყნებში;
- II კომპონენტი: საკანონმდებლო აქტებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის მექანიზმების გადახედვა/განხილვა და მათი განვითარებისათვის რეკომენდაციების მიცემა; სასწავლო ვიზიტები, სტაჟირებები და ტრენინგები; მიგრაციის საკითხებზე სახელმწიფო კომისიის (SCMI) ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება; აღნიშნულ კომისიაში ანალიტიკური ქვედანაყოფის გახსნა; მიგრაციის საკითხებზე პირველი სახელმძღვანელოს შემუშავება; ქვეყნის განვითარებაზე მიგრაციის გავლენის ანალიზი; საქართველოს დახმარება 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის განვითარებაში.
- III კომპონენტი: მიგრაციის უკვე არსებული მონაცემთა ბაზების ანალიზი; საჭიროებების განსაზღვრა საქართველოში უცხოელთა რეესტრის დასაფუძნებლად; შესაბამისი ინფორმაციული სისტემის განვითარება.