პროექტის ხანგრძლივობა: 20 თვე
განმახორციელებელი პარტნიორები: ICMPD, ლტოლვილთა დანიის საბჭო, შვეიცარია, ბულგარეთი, ფინეთი, უნგრეთი, ლიტვა
ზოგადი მიზნები: რეადმისიისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებების იმპლემენტაციის მხარდაჭერა
კონკრეტული მიზნები:
- სამთავრობო უწყებების შესაძლებლობების ზრდა საქართველოში და საქართველოდან პირთა დაბრუნებისა და რეადმისიის იმპლემენტაციის სფეროში;
- სამთავრობო უწყებების შესაძლებლობების ზრდა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დამატებითი დოკუმენტების გაცემის სფეროში, რომელიც ვიზის მიღების მსურველებს მოეთხოვებათ ევროკავშირის მიერ;
პროექტი შედგება 3 მოდულისგან:
I მოდული - საქართველოში და საქართველოდან პირთა დაბრუნებისა და რეადმისიის იმპლემენტაცია:
- საერთაშორისო დაცვისა და ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად პროცედურების ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობების შეფასება;
- ინფორმაციის გაცვლის მიზნით ტრეინინგების, სამუშაო შეხვედრებისა და სასწავლო ვიზიტების განხორციელება;
- უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ პოლიტიკის ცვლილებების განხილვა;
- დაბრუნების შესახებ სახელმძღვანელოს/ინსტრუქციების შემუშავება;
II მოდული - საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დამატებითი დოკუმენტების გაცემა, რომელიც ვიზის მიღების მსურველებს მოეთხოვებათ ევროკავშირის მიერ;
- გაცემის პროცედურებისა და დამხმარე დოკუმენტების ხარისხის შეფასება;
- ინფორმაციის გაცვლა მსგავსი დოკუმენტების გაცემის პროცედურებზე;
- „ტრენერების ტრეინინგისთვის" საკონტაქტო პირების დასახელება;
- საპილოტე ტრეინინგების უზრუნველყოფა და ტრეინინგ-მოდულის შედგენა;
III მოდული - ვიზის განაცხადის დამატებითი დოკუმენტებისთვის გაცემის დადასტურების მიზნით თანდართული აღჭურვილობით უზრუნველყოფა:
- ისეთი აღჭურვილობით უზრუნველყოფა, როგორიცაა ულტრაიისფერი დასხივების ნათურა;
პროექტში ჩართული სტრუქტურები საქართველოდან:
- შინაგან საქმეთა სამინისტრო;
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტრო;
- საგარეო საქმეთა სამინისტრო;
- იუსტიციის სამინისტრო (სამოქალაქო რეესტრის სააგენტო);
- სავაჭრო პალატა;
- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
- რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
- შრომის, ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.