ხანგრძლივობა: 2016- 2017 წლები
დაფინანსება: ევროკავშირის / ევროსაბჭოს ერთობლივი პროგრამა
განმახორციელებელი პარტნიორები: საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
პროექტიის ბიუჯეტი: 800 000 ევრო
პროექტის მიზანი: სამი ძირითადი გამოწვევის დაძლევა საქართველოს ციხეებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. ესენია:
- ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა;
- ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და არასათანადო მოპყრობის პრევენცია;
- შიდა და გარე მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერება.
ევროპის საბჭო განაგრძობს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას პროექტის პირველ ფაზაში მიღწეული შედეგების განმტკიცებაში, რომელთა ამოცანაცაა ადამიანის უფლებათა გაუმჯობესებული დაცვა და დახურული ტიპის დაწესებულებებში ჯანდაცვის გაძლიერება.