პროექტის ხანგრძლივობა: 2013-2015
დაფინანსებულია: ევროკავშირის მიერ
განმახორციელებელი პარტნიორები: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პროექტის ზოგადი მიზანი: ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერება, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების/პროფესიონალების ცოდნისა და უნარების განვითარებით და არასამთავრობო და სამთავრობო სექტორების კოორდინირებული თანამშრომლობის მეშვეობით.
პროექტის კონკრეტული მიზნები:
სქესობრივ დანაშაულებზე მომუშავე სამართალდამცავების გადამზადება, სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლ/მოწმე არასრულწლოვნებთან მოპყრობის თავისებურებაზე, მათი რევიქტიმიზაციის თავიდან აცილების და საქმის შესახებ სწორი ცნობების მიღების მიზნით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები:
- ტრენინგი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის;
- სამუშაო ჯგუფების შექმნა და სამუშო შეხვედრის ჩატარება;
- სისხლის სამართლის პროცესით გათვალსწინებული პროცედურების უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგის მონაწილეობის გზით.