მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) შსს აკადემიასთან თანამშრომლობით უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა ტექნიკური თანამშრომლობა. ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა შსს აკადემიის საჭიროებების განსაზღვრას, ტექნიკის ყიდვასა და გადაცემას, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2009 წლის 3 ივლისს შსს აკადემიას ტექნიკური აღჭურვილობა, კერძოდ დოკუმენტების სიყალბის შესამოწმებელი აპარატურა და კომპიუტერები გადასცა. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შსს აკადემიაში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას.