ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) 2009 წელს განახორციელა პროექტი, რომლის ფარგლებშიც შს სამინისტროს გადაეცა დოკუმენტების აუთენტურობის/ნამდვილობის შესამოწმებელი აპარატურა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შსს საპტრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, შსს აკადემიისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრეინინგი თემაზე: „ინსტრუქტორთა მომზადება - სამგზავრო დოკუმენტების შემოწმების სფეროში", რომლის დროსაც განხილული იყო აღნიშნული აპარატურის მოხმარების წესები და სხვა.