2009 წლიდან დანიის ლტოლვილთა საბჭო (DRC) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ევროკომისიის დაფინანსებით და საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მონაწილეობით ახორციელებს პროექტს „საქართველოში დაბრუნების პროცესის ხელშეწყობა ოპერაციულ დონეზე", რომელიც 2010 წელს დასრულდება.
პროექტის ძირითადი მიზნებია:
- ორმხრივი ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამის სტრუქტურებს შორის რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით;
- რეადმისიისა და რეინტეგრაციის მექანიზმების შემუშავება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე, რომელიც უზრუნველყოფს დაბრუნებას და წარმატებულ ინტეგრაციას.
ძირითადი მიზნების შესასრულებლად დაგეგმილია შემდეგი სპეციკური ამოცანების განხორციელება:
- საკონტაქტო პირების ქსელის შექმნა, რომლის მთავარი მიზანია ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სისტემური და ეფექტური თანამშრომლობის ინსტრუმენტების შექმნა;
- საინფორმაციო ინტერნეტ პორტალის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს დეტალურ ინფორმაციას დაბრუნების თაობაზე;
- დაბრუნებისა და რეადმისიის საკითხებზე სახელმძღვანელოს შექმნა, რომელსაც შემდგომ გამოიყენებს საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები;
- დაბრუნებისა და მიგრაციის საკითხებზე ბროშურების დაბეჭდვა, რომელიც გავრცელდება ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში;
- ქართული მხარის წარმომადგენლების ვიზიტები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტები საქართველოში.