2009 წლის მარტში შსს აკადემიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 48 თანამშრომელმა გაიარა ტრენინგი თემებზე: "არასრულწლოვანი და კანონი", "არასრულწლოვანი და მავნე ჩვევები" და 8 აპრილიდან 1 ივნისამდე საქართველოს 185 სკოლაში 2 ეტაპად ჩატარდა 520 ლექცია აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით.
დანაყოფებიდან შემოსული ცნობების ანალიზით ირკვევა, რომ საერთო ჯამში პირველ ეტაპზე დასწრება იყო 80-85%, ხოლო მეორე ეტაპისთვის გაიზარდა 85-90 პროცენტამდე.
ლექციებმა მოსწავლეებში დაინტერესება გამოიწვია და მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და გრძელდებოდა ლექციის დამთავრების შემდეგაც. გარკვეულმა საკითხებმა ცხარე დისკუსია გამოიწვია. იყო თხოვნა, ლექციებს მიეცეს სისტემატური სახე ან დაინერგოს როგორც საგანი. უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეთა დასწრება ლექციების მიმდინარეობისას მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მოსწავლეები ძირითადად დაინტერესებულები იყვნენ პოლიციის შენობების და სასჯელაღსრულების დაწესებულებების დათვალიერებით, არასრულწლოვანთა უფლება-მოვალეობების ღრმად შესწავლით, დამნაშავეობასთან ბრძოლის მეთოდებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებით, აზარტული თამაშების მავნე გავლენით და სასჯელის მოხდის შემდეგ პირის უფლებებით. გამოითქვა აზრი, რომ გამკაცრდეს კონტროლი არასრულწლოვნებისთვის ალკოჰოლისა და თამბაქოს მიყიდვაზე. იყო საუბარი მათ ცხოვრებაში სკოლის როლის ამაღლებაზე და ოჯახურ კონფლიქტებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე. ასევე გამოითქვა პოლიციელებთან ერთობლივი აქციების ჩატარების სურვილი (დასუფთავება, ხეების დარგვა და ა. შ.) ისინი იყვნენ კეთილგანწყობილნი პოლიციის მიმართ, რამოდენიმემ გამოთქვა სურვილი პილიციის აკადემიაში სწავლის გაგრძელებაზე.
ლექციების პარალელურად განხორციელდა პროექტი მოსწავლეებისთვის სახელწოდებით "ერთი დღე პოლიციელის ცხოვრებით", რომლის ფარგლებშიც მათ დაათვალიერეს პოლიციის შენობები, მოხდა გაცნობა პოლიციელთა ცხოვრების წესთან. პროექტმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.