პროექტის ხანგრძლივობა: 2013-2015
დაფინანსებულია: ევროკავშირის მიერ
განმახორციელებელი პარტნიორები: ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC); დანიის ლტოლვილთა საბჭო
პროექტის ბიუჯეტი: 2039.35 ევრო
პროექტის ზოგადი მიზანი:
- გაიზარდოს საქართველოს არასამთავრობო სექტორის როლი და მათი ჩართულობა იმ აქტივობებში, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ევროპის სამეზობლო პოლიტიკასთან და მისი მიზნების შესრულებას უწყობენ ხელს. უფრო კონკრეტულად, აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკის ფორმირებაში;
პროექტის კონკრეტული მიზნები:
- საქართველოში უცხოელთა მიგრაციის შესწავლა
- საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკის ფორმირება და ამ პოლიტიკის მეთოდოლოგიის შემუშავება სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გზით;
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები:
- უცხოელთა იმიგრაციის შესახებ კვლევის ჩატარება- აკადემიური კვლევა რომლის საფუძველზე მოხდება საქართველოში უცხოელთა იმიგრაციის სტრუქტურისა და სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების ანალიზი თანამედროვე სოციალური და სტატისტიკურ-ეკონომიკური საშუალებების გამოყენებით.
- რეკომენდაციების შემუშავება საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე
- სავიზო და საიმიგრაციო პოლიტიკის მეთოდოლოგიის შემუშავება- საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და იმ ინფორმაციული სისტემების ანალიზი რომლებსაც იყენებენ სხვა სახელმწიფო ორგანიზაციები
- მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რომელიც მოიცავს საინფორმაციო შეხვედრების გამართვასა და სატელევიზიო და რადიო გადაცემების შემუშავებას