2008 წლის გაზაფხულზე საერთაშორისო ორგანიზაციამ 'PH-International" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შესთავაზა სამართლებრივი განათლების პროგრამა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურომ დააფინანსა.
საპილოტე პროგრამამ, რომლის მიზანს საქართველოში მოზარდებთან მომუშავე საგანმანათლებლო და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა, წარმატებით ჩაიარა. საპილოტე პროგრამის განხორციელება დაიწყო 2009 წლის იანვარში და ორი თვე გაგრძელდა.
პროგრამის ფარგლებში მომზადდა ორი სახელმძღვანელო - ერთი მოსწავლეებისათვის და მეორე - მასწავლებლებისა და სამართალდამცველებისათვის. სამართლებრივი კულტურის პროგრამა ჩამოყალიბდა, როგორც სამოქალაქო განათლების სწავლების ფარგლებში შერწყმული საგანმანათლებლო პროგრამა. ასეთმა მიდგომამ არ გაზარდა მოსწავლე-მასწავლებლის საგაკვეთილო დატვირთვა და გააძლიერა იმ საკითხების შესწავლის ეფექტიანობა, რომლებიც თანმხვედრია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მე-9 კლასის სამოქალაქო განათლების და ამ პროგრამისთვის.
სამართლებრივი განვითარების პროგრამამ გვიჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისათვის კანონიერების კულტურა და ამ საქმეში, სწორედ, სამართალდამცველების მონაწილეობა.
2010 წლის სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად განახლდა პროექტ „სამართლებრივი განვითარების პროგრამის" განხორციელება საქართველოს 40 საჯარო სკოლაში. პროექტი ითვალისწინებს წინასწარ შედგენილი საგნის: „სამართლებრივი კულტურის" სწავლებას შერჩეული სკოლების მე-9 კლასელთათვის. აღნიშნული საგნის სწავლება მიმდინარეობს სამართალდამცვისა და სკოლის პედაგოგის ერთობლივი აქტივობით. გაკვეთილები ინტერაქტიულია, მოიცავს როლურ თამაშებს და გამიზნულია მოსწავლეებში სამართლის და მართლმსაჯულების სფეროში მათი უფლებების და პასუხისმგებლობების შესახებ ცოდნის ამაღლებისკენ.
ასევე აღსანიშნავია რომ, მიმდინარე პროექტი წელს ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში „სამართლებრივი კულტურის" საგნის სწავლებას მათთვის გასაგებ ენაზე.
თბილისი - 14 სკოლა; რუსთავი - 7 სკოლა; ქუთაისი - 3 სკოლა; ბათუმი - 6 სკოლა; მარნეული - 4 სკოლა; ახალქალაქი - 3 სკოლა; ნინოწმინდა - 3
სახელმძღვანელო მოიცავს 8 თემას :
1. ვინ არის სამართალდამცავი;
2. არასრულწლოვანი და კანონი;
3. სასამართლო;
4. როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები;
5. გულგრილობა და თანამშრომლობა
6. მავნე ჩვევები და მათი სახიფათო შედეგებისაგან თავდაცვა;
7. ორგანიზებული დანაშაული;
8. ჩემი სამართლიანი არჩევანი.
პროგარამა საგაკვეთილო სესიების გარდა ითვალისწინებს შემეცნებით და კულტურულ ღონისძიებებს სამართალდამცავების უშუალო მონაწილეობით.