2008 წლის გაზაფხულზე საერთაშორისო ორგანიზაციამ 'PH-International" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შესთავაზა სამართლებრივი განათლების პროგრამა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურომ დააფინანსა.
საპილოტე პროგრამამ, რომლის მიზანს საქართველოში მოზარდებთან მომუშავე საგანმანათლებლო და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა, წარმატებით ჩაიარა. საპილოტე პროგრამის განხორციელება დაიწყო 2009 წლის იანვარში და ორი თვე გაგრძელდა.
პროგრამის ფარგლებში მომზადდა ორი სახელმძღვანელო - ერთი მოსწავლეებისათვის და მეორე - მასწავლებლებისა და სამართალდამცველებისათვის. სამართლებრივი კულტურის პროგრამა ჩამოყალიბდა, როგორც სამოქალაქო განათლების სწავლების ფარგლებში შერწყმული საგანმანათლებლო პროგრამა. ასეთმა მიდგომამ არ გაზარდა მოსწავლე-მასწავლებლის საგაკვეთილო დატვირთვა და გააძლიერა იმ საკითხების შესწავლის ეფექტიანობა, რომლებიც თანმხვედრია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მე-9 კლასის სამოქალაქო განათლების და ამ პროგრამისთვის.
შეირჩა 8 თემა 10 გაკვეთილისათვის. კერძოდ:
1. მოსწავლის ურთიერთობა კანონთან,
2. არასრულწლოვანი და კანონი,
3. კონფლიქტების მოგვარება,
4. მავნე ჩვევები და მათი სახიფათო შედეგებისგან თავდაცვა,
5. პოლიციის ისტორია და მნიშვნელობა,
6. ორგანიზებული დანაშაული,
7. გულგრილობა და თანამშრომლობა,
8. სამართლიანი არჩევანი.
საპილოტე პროგრამაში მონაწილეობდა საქართველოს 4 ქალაქი:
- თბილისი
- რუსთავი
- ქუთაისი
- ბათუმი
შესაბამისად, წვრთნაში მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო განათლების 20-მა მასწავლებელმა და პოლიციის 16-მა ახალგაზრდა ოფიცერმა, რომლებიც კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ. აღსანიშნავია, რომ 7 მათგანს სკოლაში პედაგოგიური საქმიანობის უწინდელი გამოცდილება ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ სამართლებრივი კულტურის პროგრამაში ჩართული იყო 20 სკოლის 1300-მდე მე-9 კლასელი მოზარდი - საქართველოში ამ ასაკის მოსწავლეთა 2,3 პროცენტი.
პროექტის წარმატების შეფასების მიზნით, შემთხვევთი შერჩვის წესით, გამოიკთხა პროგრამაში მონაწილე 96 მოსწავლე. ყველამ ერთსულოვნად აღნიშნა, რომ 'სამართლებრივი კულტურის~ პროგრამამ ხელი შეუწყო მათი უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესახებ ცოდნის დონის ამაღლებას. სამართალდამცავების მიმართ საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპის რღვევას.
'სამართლებრივი კულტურის" პროგრამის პილოტირებული სახით დახვეწა და გავრცობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, უფრო მეტი სამართალდამცაველისა და მასწავლებლის გადამზადება, მომავალში საზოგადოებას კიდევ უფრო აშკარად დაანახებს ამგავრი სწავლების აუცილებლობას და სამთავრობო დონეზე შესაძლებელია დაიწყოს ზრუნვა, რათა 'სამართლებრივი კულტურის" პროგრამა გახდეს ერთიანი ეროვნული სასწავლოს გეგმის ნაწილი.