პროექტის ხანგრძლივობა: 2011 -2014 წწ.
განმახორციელებელი პარტნიორები: ა/ო ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი
პროექტის ზოგადი მიზანი: საქართველოს მასშტაბით სამართალდამცავთა კვალიფიკაციის ამაღლება და არსებული კოორდინაციის მექანიზმის დახვეწა.
პროექტის კონკრეტული მიზნები:
საქართველოს რეგიონებში და თბილისში პატრულ ინსპექტორების და უბნის ინპექტორების პროფესიული ცოდნის გარღმავება ოჯახში ძალადობის სამართლებრივ საკითხებზე ტრეინინგების გზით.
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები
- საქართველოს რეგიონებში და თბილისში პატრულ ინსპექტორების და უბნის ინპექტორებისთვის ტრეინინგების ჩატარება.
საქართველოს რეგიონებში და თბილისში „ღია დისკუსიის „ ფორმატში შეხვედრების ორგანიზება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლოს და ადგილობრივი სოციალური სამსახურების მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობით.