საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე წლის 3 ნოემბრიდან თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მე-9 კლასის მოწაფე ვაჟებს შორის ჩატარდა 2009 წლის ტურნირი მინი ფეხბურთში სახელწოდებით "მომავლის თასი". ტურნირის განხორციელებას ხელი შეუწყო საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრომ, ქ. თბილისის მერიამ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ. პროექტი მიზნად ისახავდა აღნიშნული, ასაკობრივი ჯგუფის, მაქსიმალური რაოდენობის, მოსწავლეების ჩართვას ტურნირში, სპორტის პოპულარიზაციას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას, ჯანმრთელი თაობის აღზრდას, ნიჭიერი ფეხბურთელების გამოვლენას.
ტურნირის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პოლიციის აკადემიის ვებ-გვერდზე.