112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

კიბერდანაშაული

2009 წლის 1 ივნისიდან ევროპის საბჭო და ევროკომისია საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებთან ერთად ახორციელებენ პროექტს კიბერდანაშაულზე, რომლის მთავარი მიზანია ევროპის საბჭოს კონვენციის იმპლემენტაციის მხარდაჭერა. პროექტი 12 თვეს გრძელდება და 2010 წლის 31 მაისს დასრულდება.

პროექტის ზოგადი მიზნებია:

  • კიბერდანაშაულის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია კიბერდანაშაულის კონვენციასთან;
  • ტრეინინგ პროგრამის დანერგვა და სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებისათვის, პროკურორებისთვის და მოსამართლეებისათვის ტრეინინგების ჩატარება კიბერდანაშაულის გამოძიებისა და დევნის მეთოდებზე;
  • კიბერდანაშაულთან ბრძოლის სტრუქტურული ერთეულის შექმნა შესაბამის უწყებებში;

პროექტის ფარგლებში 2009 წლის ივლისში თბილისში ჩატარდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც განხილული იყო კიბერდანაშაულზე არსებული საქართველოს კანონმდებლობა და ასევე განისაზღვრა თუ რა სახის რეფორმები უნდა გატარდეს, რათა მოხდეს კიბერდანაშაულის კონვენციის იმპლემენტაცია.

მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართა სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა, სადაც განხილულ იყო კიბერდანაშაულთან ბრძოლის სპეციალიზირებული დანაყოფის შექმნის საკითხი. არსებული მდგომარეობით, გადაწყვეტილია შინაგან საქმეთა სამინისტროში სტრუქტურული ერთეულის შექმნა, რომელიც იმუშავებს კიბერდანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე.

დაწვრილებით პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ იხილეთ ევროპის საბჭოს ოფიციალური საიტი