2008 წლიდან საქართველოს შსს აკადემია, საქართველოში ეუთოს მისია და აშშ საელჩო ახორციელებს ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებშიც გასული წლის 7 მარტს შსს აკადემიაში გაიხსნა ინგლისური ენის ცენტრი. ცენტრი აღჭურვილია უახლესი სახელმძღვანელოებითა და კომპიუტერებით და მიზნად ისახავს საქართველოში მოქმედი პოლიციელებისთვის ინგლისური ენის სწავლებას და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას.
აღნიშნული პროექტის კონკრეტული მიზნებია:
- მოქმედი პოლიციელების ჩართვა საერთაშორისო მისიებში;
- ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება;
- სხვადასხვა ქვეყნების პოლიციის უწყებებს შორის თანამშრომლობა;
არსებული მდგომარეობით მიმდინარეობს 6 ჯგუფის მომზადება (Beginner - 3 ჯგუფი, Upper elementary -1 ჯგუფი, Pre-intermediate -1 ჯგუფი, Intermediate - 1 ჯგუფი). ამ ეტაპზე მომზადებას გადიან შსს თანამშრომლები საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოდან (40) და მომსახურების სააგენტოდან (30), სულ: 70 სტუდენტი.