პროექტი განახორციელდა 2009 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის, სსიპ "ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის", გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა (UNHCR) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო პატრულ პოლიციელთა და უბნის ინსპექტორთა გადამზადება ოჯახში ძალადობის აღკვეთის საკითხებზე იმ რეგიონებში, სადაც ჩასახლებულნი არიან იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები. ტრეინინგები ჩატარდაა შემდეგ ქალაქებში: გორი, ზუგდიდი, რუსთავი, თელავი, ლაგოდეხი, დუშეთი.
აღნიშნულ ტრეინინგში მონაწილეობა მიიღო აღნიშნული რეგიონებში დასაქმებულმა 25-50 პოლიციელმა. საერთო ჯამში ოჯახში ძალადობის აღკვეთის საკითხებზე გადამზადება გაიარა 250 პოლიციელმა.