2008 წელს დაიწყო ეუთოს პროექტი N 562-XB-TBI -OHM-08 IA 1 სახელწოდებით "გარდამავალი ინსტიტუციური ხელშეწყობის პროგრამა", რომელიც 2009 წელს დასრულდა. პროექტი მიზნად ისახავდა სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას და მოიცვა ინსტიტუციონალური თანამშრომლობის სამ მიმართულება:
- სასაზღვრო პოლიციის ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერება;
- საზღვრის დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პასუხისმგებელ სხვადასხვა უწყებებს შორის ეფექტური კოორდინაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა;
- მოსაზღვრე ქვეყნების სასაზღვრო უწყებებთან ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ეუთოს მისიისა და საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის მიერ ორგანიზებული სწავლებები გაიარა 137-მა მესაზღვრემ; პროექტი ითვალისწინებდა ერთობლივ სწავლებებს, როგორც საქართველოს საზღვრის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებათა წარმომადგენლების, ისე მოსაზღვრე სახელმწიფოთა სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლებისათვის.